მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ ხერსონისა და ლუგანსკის ოლქებში იმყოფებოდა

ნახვები: 499 ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ ხერსონისა და ლუგანსკის ოლქებში იმყოფებოდა

კრემლის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ხერსონისა და ლუგანსკის ოლქებში იმყოფებოდა.

ამასთან, დაუზუსტებელია, როდის იმყოფებოდა პუტინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ხერსონის ოლქში რუსეთის ჯარების „დნეპრის“ დაჯგუფების, ლუგანსკში ეროვნული გვარდიის „აღმოსავლეთის“ შტაბები მოინახულა და რუს სამხედროებს აღდგომა მიულოცა.

უკრაინის ხელისუფლებაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებიდან პუტინი ნაწილობრივ ოკუპირებული ხერსონისა და ლუგანსკის ოლქებში პირველად იმყოფებოდა. მანამდე, 19 მარტს კრემლმა რუსეთის პრეზიდენტის მარიუპოლში ჩასვლის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა