ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ვოლოდიმირ ზელენსკი - ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები, რომ მსოფლიო არ აპატიებს არცერთ ტერორისტულ აქტს

ნახვები: 464 ვოლოდიმირ ზელენსკი - ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები, რომ მსოფლიო არ აპატიებს არცერთ ტერორისტულ აქტს

ძალიან მნიშვნელოვანია, რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები, რომ მსოფლიო არ აპატიებს არცერთ ტერორისტულ აქტს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პარტნიორ ქვეყნებს უკრაინის დახმარებისთვის.

„მადლობას ვუხდი მთელ მსოფლიოში თითოეულ ადამიანს, რომელიც ეხმარება ტერორისტების იზოლაციის გაძლიერებას და ტერორისტებისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებას, რომელიც მუშაობს რუსეთის სამხედრო კომპლექსის დაბლოკვაზე და მთელი ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე. მადლობელი ვარ ამერიკის მილიარდ 200 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსებისთვის ჩვენი ბიუჯეტის მხარდასაჭერად. მადლობელი ვარ იტალიის ჩვენი ქვეყნის აღსადგენად ძალისხმევისთვის. ჩვენ, ყველა ერთად, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მშვიდობის დამყარებას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა