ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

მამუკა მდინარაძე: არ ვიცი მეტი როგორ უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი, ორი მილიარდი დოლარი აქვთ გაჩერებული ბანკში

ნახვები: 469 მამუკა მდინარაძე: არ ვიცი მეტი როგორ უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი, ორი მილიარდი დოლარი აქვთ გაჩერებული ბანკში

არ ვიცი მეტი როგორ უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი, ორი მილიარდი დოლარი აქვთ გაჩერებული ბანკში და ეს არის დე ფაქტო, არაფორმალური სანქცია, ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმ,ასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„არ ვიცი მეტი როგორ უნდა დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ყველამ იცის უკვე, რომ თუკი რაიმე მკაცრი სანქცია შეიძლება იყოს გამოყენებული, ამ ადამიანის წინააღმდეგ უკვე გამოყენებულია. ორი მილიარდი დოლარი აქვთ გაჩერებული ბანკში და ეს არის დე ფაქტო, არაფორმალური სანქცია, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, მას შემდეგ რაც ომი დაიწყო, გამოყენებულია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამაზე მკაცრი სანქცია, ალბათ არც გაგიგიათ მიმდინარე პერიოდში. კონკრეტული ადამიანებს დაადეს სხვადასხვა სანქციები. ყველა მათგანის შემთხვევაში იყო რაღაც განმარტება... ბიძინა ივანიშვილი, დე ფაქტო, არაფორმალური სანქციით დასანქცირებულია ისე, რომ არანაირი განმარტება მის დასანქცირებას არ მოჰყოლია. ამიტომ, უფრო მეტ სანქციას ვერაფერს დაადებენ, რაც უკვე პრაქტიკაში გააკეთეს და არა სამომავლო პერსპექტივაში“, - განაცხადა მამუკლა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა