ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ხატია დეკანოიძე ახალი პარტიის შექმნას არ გამორიცხავს

ნახვები: 487 ხატია დეკანოიძე ახალი პარტიის შექმნას არ გამორიცხავს

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე ახალი პარტიის შექმნას არ გამორიცხავს. კითხვაზე, – „შეიძლება შექმნათ ახალი პარტია?“ – ხატია დეკანოიძე პასუხობს: „არ ვიცი, ყველაფერი შესაძლებელია, არაფერს გამოვრიცხავ, რადგან პოლიტიკაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება“.

ამასთან, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ არ გამორიცხავს მათთან პარტნიორობას, ვინც მომავალი ბრძოლის ნაწილში მიაჩნია.

„ლანდშაფტი შეიძლება შეიცვალოს. ნიკა ჯერ „ნაციონალურ მოძრაობაშია“, ამიტომ სამომავლო გეგმებზე მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ პარტნიორობას არ გამოვრიცხავ მათთან, ვინც მიმაჩნია მომავალი ბრძოლის ნაწილში. მნიშვნელოვანია, შევძლოთ ჩვენი ადგილის მონახვა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა სრულიად მოსალოდნელია.

„ნიკა მელია ჯერ „ნაციონალურ მოძრაობაშია“. მასთან კომუნიკაცია მაქვს და ვფიქრობ, რომ გეგმებზე მას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ლანდშაფტის შეცვლა სრულიად მოსალოდნელია. მოცემულობაა ორი ორბიტა. როგორც ვხვდები, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიდის სამი პარტია: „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. იმის გამო, რომ ბლოკები აკრძალულია, როგორც ჩანს, ერთიანი სია გაკეთდება. „ქართულ ოცნებას“ თავისი ორბიტა აქვს. არიან პატარა პარტიებიც, ვინც გამსხვილებას ვერ ახერხებს. ამიტომ ლანდშაფტის გადალაგება აუცილებლად უნდა მოხდეს. ახალი ცენტრის შექმნის გარეშე ვერ მოხერხდება შუა პოზიციის მქონე ამომრჩევლის მობილიზება. ჩემს თავს „ნაცმოძრაობასთან“ არ ვხედავ, პარტიიდან წამოვედი და ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი. ალბათ იმ ნაწილში ვიქნები, ვინც უნდა მოაბილიზოს შუა ხმები, „ლელოში“ – არა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა