ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ევროპარლამენტის 19 წევრი სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია შეწყალების თხოვნით მიმართავს

ნახვები: 549 ევროპარლამენტის 19 წევრი სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია შეწყალების თხოვნით მიმართავს

ევროპარლამენტის წევრები საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ, შეიწყალოს ნიკა გვარამია. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტარების ჯგუფის ერთობლივ წერილში, რომელსაც სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროდეპუტატი მარკეტა გრეგოროვა აქვეყნებს.

„დღეს არის პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე. ამიტომ მე და ჩემმა კოლეგებმა ევროპარლამენტში გადავწყვიტეთ, მოვუწოდოთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, განიხილოს ნიკა გვარამიას შეწყალება. ჩვენ სამუდამოდ ვრჩებით საქართველოს მეგობრებად და ვიმედოვნებთ, გადავცეთ ეს სიმბოლური გზავნილი ამ მნიშვნელოვან დღეს“, – წერს მარკეტა გრეგოროვა „ტვიტერში“ და წერილს აქვეყნებს, რომელსაც ევროპარლამენტის 19 წევრი აწერს ხელს.

მარკეტა გრეგოროვასთან ერთად, ხელმომწერებს შორის არიან, ანა ფოტიგა, რასა იუნკევიჩიენე, მარინა კალიურანდი, ანდრიუს კუბილიუსი, მირიამ ლექსმანი, სვენ მიქსერი და ევროპარლამენტის სხვა წევრები.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა