ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ხატია დეკანოიძე - ღარიბაშვილი მძიმე ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩევა, ერთმანეთში ურევს პატრიოტიზმს, კონსერვატიზმსა და რუსულ გზავნილებს

ნახვები: 431 ხატია დეკანოიძე - ღარიბაშვილი მძიმე ჰომოფობიური განცხადებებით გამოირჩევა, ერთმანეთში ურევს პატრიოტიზმს, კონსერვატიზმსა და რუსულ გზავნილებს

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები გასაკვირი არ არის. ეს ადამიანი გამოირჩევა მძიმე ჰომოფობიური განცხადებებით. პრაქტიკულად, მან არ იცის, რა არის კონსერვატიზმი. პატრიოტიზმს, კონსერვატიზმს და რუსულ გზავნილებს ერთმანეთში ურევს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხარია დეკანოიძემ განაცხადა, რითიც ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე  ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფასა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ იდეოლოგია ძალადობასა და უმცირესობების დაჩაგვრაზე დგას.

„სხვათა შორის, ორბანი 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის ძალიან დიდი მხარდამჭერი იყო და მას ეს კარგად უნდა ახსოვდეს. ორბანი საქართველოში ჩამოვიდა და სააკაშვილს ღიად დაუჭირა მხარი. ამიტომ მას უახლოესი ისტორია უნდა ახსოვდეს. „ქართული ოცნების“ იდეოლოგია დგას ძალადობასა და უმცირესობების დაჩაგვრაზე, მათ სხვა იდეოლოგია არ აქვთ. ზიზღით გაჟღენთილი მომავლის ადგილი საქართველოში არ არის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა