ჯო უილსონი - ჩინეთსა და ირანზე შეყვარებული და ამერიკის მოძულე, კორუმპირებული ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიიდან დიქტატურად გადაქცევას ცდილობს
ჯო უილსონი - ტრამპმა ნათელი გახადა რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე - თუ ივანიშვილი ბოლომდე მიიყვანს საქართველოს დემოკრატიის განადგურების გეგმას 29 დეკემბერს, უნდა ელოდოს პასუხს, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა
გიორგი გახარია - პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, პროტესტს აუფასურებს
ანალენა ბერბოკი - საქართველოსთვის 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები შევაჩერეთ - განვიხილავთ შემდგომ ზომებს
სალომე ზურაბიშვილი - არც თუ ისე ბევრი ქვეყანაა, რომელსაც თავისი ევროპული მომავლისთვის ყველა ეროვნული უმცირესობის ერთ მარშში გაერთიანება შეუძლია
ირაკლი რუხაძე: კობახიძეს ვუთხარი, უნდა იყოთ ფხიზლად, რომ რაღაცები არ გააკეთოთ შეცდომით
რუსეთმა აშშ-ის ჰელსინკის კომისია "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადა
In Black Sea, one enemy missile carrier with total volley of up to 4 “Kalibr”

დანიაში, ლუიზიანას მუზეუმში ფიროსმანის მასშტაბური გამოფენა იხსნება

04.05.2023 ნახვები: 600

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობითა და ლუიზიანას მუზეუმთან თანამშრომლობით, 4 მაისს დანიაში, ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების მასშტაბური გამოფენა იხსნება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დამთვალიერებელი 20 აგვისტომდე ფიროსმანის 48 ნამუშევარს ნახავს, რომელთაგან 47 ნახატი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდს ეკუთვნის, ხოლო ერთი ნახატი შერჩეულია მირზაანის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმიდან.

როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, დანიის შემდეგ, 2023 წლის 17 სექტემბრიდან 2024 წლის 28 იანვრამდე გამოფენას შვეიცარია, კერძოდ, ბეილერის ფონდი უმასპინძლებს.

„ეს არის პირველი და ისტორიული შემთხვევა, როდესაც ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ მუზეუმში ფიროსმანის შემოქმედება ასე მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი. ევროპაში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენების მოწყობის იდეა 2022 წელს „ინფინიტ არტის“ ხელმძღვანელის საქართველოში სტუმრობისა და კულტურის მინისტრთან მისი შეხვედრისას იქნა განხილული. გასული წლის ივნისში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილის, ნიკა ახალბედაშვილის ბაზელში ვიზიტისას გაიმართა მოლაპარაკებები ბეილერის ფონდის ხელმძღვანელთან, სამუელ კელერთან და გადაწყდა, რომ 2023 წლის შემოდგომაზე ფიროსმანის ნამუშევრები ბეილერის ფონდში გამოიფინებოდა. შემდგომ, 2022 წლის სექტემბერში დანიაში ნიკა ახალბედაშვილი შეხვდა ლუიზიანას მუზეუმის დირექტორს, პოლ ერიკ ტოინერს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წლის გაზაფხულზე, ბეილერის ფონდში გამოფენამდე, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებს ლუიზიანას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებდა. უცხოელი დამთვალიერებლისთვის ნიკო ფიროსმანის შემოქმედების სათანადოდ გაცნობის მიზნით რამდენიმეთვიანი კომპლექსური მოსამზადებელი პროცესი წარიმართა უცხოელი და ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით. მიმდინარე წლის მარტში ბეილერის ფონდის სარესტავრაციო განყოფილების ხელმძღვანელმა, მარკუს გროსმა, ქართველ რესტავრატორებთან – ნანა მანაგაძესა და ნელი სოსანიძესთან ერთად, დეტალურად შეამოწმა საქართველოს მუზეუმებში დაცული ფიროსმანის თითოეული ნახატი, შეაფასა მათი ამჟამინდელი მდგომარეობა და კოპენჰაგენში ტრანსპორტირებისთვის მოამზადა 48 ნახატი.

გამოფენის გახსნამდე, უცხოელებისთვის მხატვრის შემოქმედების გაცნობის მიზნით, ლუიზიანას მუზეუმმა სპეციალური მარკეტინგული კამპანია დაიწყო: ხუთი ნამუშევრის მონაწილეობით შეიქმნა ფილმი ფიროსმანის შესახებ, რამდენიმე კვირით ადრე კოპენჰაგენის ქუჩებში გამოჩნდა სარეკლამო პლაკატები, ლუიზიანას მუზეუმის კლუბის 60 000 წევრისათვის მომზადდა პუბლიკაცია და დაიბეჭდა კატალოგი შესაბამისი ტირაჟით. აღსანიშნავია, რომ საგამოფენოდ შერჩეული ნამუშევრები ტრანსპორტირებისთვის საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისად შეიფუთა, უვნებლად გაიგზავნა კოპენჰაგენში და ლუიზიანას მუზეუმში დაბინავდა. ექსპონატები საქართველოდან დანიაში უსაფრთხოდ ჩაიტანა სატრანსპორტო კომპანია Kunsttrans-მა.

ტრანსპორტირების პროცესში მონაწილეობდნენ: ბეილერის ფონდის წარმომადგენელი ირაკლი ფურცხვანიძე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ჭუმბაძე, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის უფროსი რესტავრატორი ნანა მანაგაძე და შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ქართული ფერწერისა და გრაფიკის ფონდების კურატორი ხათუნა კიკვაძე.

საგულისხმოა, რომ ასეთი თანამშრომლობა არა მხოლოდ დიდი ქართველი ხელოვანის შემოქმედების ევროპაში წარმოჩენას, არამედ მისი ნამუშევრების კვლევასა და პრევენციულ კონსერვაციას, ქართული სამუზეუმო საქმიანობის განვითარებას, თანამშრომელთა ტრენინგებსა და მათთვის უცხოელ სპეციალისტთა გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. კონსერვაცია-რესტავრაციისთვის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება ეროვნული მუზეუმის ფონდებში ფიროსმანისა და სხვა დიდი ქართველი მხატვრების შემოქმედების სათანადოდ დაცვისთვის უმნიშვნელოვანესია. მუზეუმებს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც, ფიროსმანის გამოფენის საორგანიზაციო საკითხების გარდა, ითვალისწინებს ქართული მხარის საჭიროებებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, კულტურის სამინისტროს ცნობით, ბეილერის ფონდის ინიციატივით შეიქმნება ინტერაქციული მრავალენოვანი ვებგვერდი, რომელიც მიეძღვნება ფიროსმანსა და მის შემოქმედებას და საქართველოს უსასყიდლოდ გადმოეცემა.

„ლუიზიანას მუზეუმი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საგამოფენო სივრცეა, რომელსაც დიდი და მრავალფეროვანი აუდიტორია ჰყავს. აქ თავმოყრილია ხელოვნების არაერთი ცნობილი და ძვირფასი ნიმუში. ლუიზიანას მუზეუმის კოლექცია 4000-მდე ექსპონატს ითვლის და, 1945 წლიდან მოყოლებული, ამ პერიოდის თითქმის ყველა ჟანრის მხატვრობისა და ქანდაკების ნიმუშებს აერთიანებს. მუზეუმში დაცულია მარიო მერსის, სოლ ლევიტის, გერჰარდ რიხტერის, როი ლიხტენშტაინის, ენდი უორჰოლის, რობერტ რაუსჩენბერგის, ალბერტო ჯაკომეტისა და სხვათა ნამუშევრები. ლუიზიანას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის მასშტაბური გამოფენის გახსნის ღონისძიება 4 მაისს იმართება. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი, „ინფინიტარტის“ წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ესწრებიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა