გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი გიჩო მარგველაშვილი მდგომარეობა მძიმეა, ინფორმაცია იპნ-მა ცოტა ხსნის წინ გაავრცელა. მიუხედავად იმისა, რომ დილით ვრცელდებოდა ინფორმაცია დაჭრილის შესახებ, რომ მისი მდგომარეობა სტაბილური იყო და არ იყო მძიმე რამდნეიმე წუთის წინ, იპნ-ისთვის კლინიკის კლინიკური მენეჯერის, რეანიმაციული განყოფილების გამგის, ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით:
"ნეიშენ ჯორჯია" ხეჩინაშვილის კლინიკის პრესსამსახურს დაუკავშირდა. პრესსამსახურის განცხადებით პაციენტის შესახებ ინფორმაციას ვერ მოგავაწვიდნენ, რადგან ოპერაციის შემდეგ მარგველაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს და ამ ეტაპამდე იქ რჩება.
"ნეიშენ ჯორჯიამ" ხეჩინაშვილის კლინიკაში დარეკა და შეესაცადე კლინიკური დირექტორის შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას, როგორც ოპრეტორმა განაცხადა კლინიკური დირექტორი საქართველოში არ იმყოფება.
და კითხვაზე თუ ვინ არის, ნიკოლოზ კვაჭაძე პასუხი არ გაუციათ და სატელეფონო საუბარი შეწყვიტეს.
მოგვაინებით, "ნეიშენ ჯორჯიას" ჟურნალისტს ხეჩინაშვილის კლინიკის თანამშრომელი თავად დაუკავშირდა, გთვაზობთ საუბრის სტენოგრამას:
-გამარჯობა, თეო ვარ.
- ჟურნალისტი გიკავშირდებოდით, თქვენს კლინიკაში განმიცხადეს, რომ ხეჩინაშვილის კლინიკის კლინიკური დეროექტორი ირაკლი კურცხალია ამ ეტაპზე საქართველოში არ იმყოფება, ვინ არის ნიკოლოზ კვაჭაძე?
-რა გნებავთ რომ მითხრათ?
-ნიკოლოზ კვაჭაძემ განცხადება გააკეთა, თუმცა თქვენ კინიკაში პასუხი არ აქვთ რა არის კვაჭაძის თანამდებობა.
-რა ინფორმაციაზეა საუბარი?
-გოგებაშვილის ქუჩის გახმაურებელ დაჭრაზე, ალბათ სხვა ინფრომაციაზე დღეს ჟურნალისტები თქვენს კლინიკაში არ დარეკავენ.
-მომისმინეთ მე კლინიკის მთავარი მენეჯერის ნომერს მოგცემთ, თამუნა მამაცაშვილის და იმას დაუკავშირდით.
-გასაგებია, ირაკლი კრუცალია ვინ არის?
- ანუ, მე - კლინიკური დირექტორი.
გოგონამ ხეჩინაშვილის კლინიკიდან, თამუნა მამაცაშვილის ნომერი მოგვცა, რომელსაც დავუკაშვირდით და აღმოჩნდა, რომ მამაცაშვილი პაციენტთან დაკავშირებით კომპტენტური არ იყო, რადგან ის კლინიკის ფინანსური დირექტორია, თუმცა მამაცაშვილს ჰქონდა მცდელობა, რომ გაემყარებინა ეჭვი მარგველაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომ იგი შესაძლოა საერთოდ არ არის მძიმე და უბრალოდ საქმეს ასე აწყობს.
გთავაზობთ მამაცაშვილთან საუბრის სტენოგრამას:
-გამარჯობა, ჟურნალისტი გიკავშირდებით, პირველყოვლისა დავაზუსტებ, თქვენ ბრძანდებით კლინიკის კლინიკური მენეჯერი?
-არა, მენეჯერი ვარ ფინანსური მიმართულებით.
-თუმცა როგორც თქვენ კლინიკაში განმიცხადეს, პაციენტებზე ინფორმაციის გაცემა შეგიძლიათ.
-არასწორად გაქვთ ინფორმაცია.
-თქვენმა ოპერატორმა მომაწოდა თქვენი ნომერი, ცნობისთვის, უბრალოდ დავაზუსტებ კლინიკის კლინიკური მენერჯერი და დირექტორი ვინ და ვინ არის?
-კლინიკური დირექტორი ირაკლი კურცხალია.
-მაშ, ნიკოლოზ კვაჭაძე ვინ არის?
-კლინიკური მენეჯერი და რეანიმაციის განყოფილების გამგე.
-კურცხალია საქართველოში არ იმყოფება ხომ ასეა?
-თქვენ რა გაინტერესებთ, ახლა ამდენ დეტალს რომ, თუ პაციენტზე ინფორმაცია გაინტერესებთ მე ვერ მოგცემთ, მობრძანდით ადგილზე.
-საინფორმაციო სააგენტოდან ვრეკავ, და მინიმუმ უნდა იცოდეთ ან აგიხსნით როგორ მუშაობენ საინფორმაციო სააგენტოები, ჩვენ არც ტელევიზია ვართ და არც მიკროფონი გვაქვს ხელში.
-არასწორად გაქვს ჩემი ნომერი და თუ რაიმე გაინტერესებთ მობრძანდით კლინიკაში. კარგი.
-ხო თუმცა სააგენტოდან გირეკავთ და რავიცი რაც მობრძანებით უნდა მითხრათ იგივე აქაც შეგიძლიათ მითხრათ, კარგი გასაგებია.
-არასწორად მირეკავთ, სხვას დაურეკეთ.
-თქვენს სამსახურში კომპეტენციის პრობლემა აქვთ თანამშრომლებს. ვისი ნომერი უნდა მომცენ არ იციან. გავიგე. უბრალოდ შთაბეჭდილება მრჩება რომ ვერ ჩამოყალიბდით რა პასუხი გასცეთ მედიას. მძიმედაა ადამიანი თუ არა, დილით სხვა ინფორმაცია გქონდათ ახლა სხვა გაქვთ.
- არ იცით რომ შეიძლება, 2 წუთში შეიცვალოს პაციენტის მდგომარეობა.
-თქვენ ვიდეო ნახეთ სად არის პაციენტი დაჭრილი?
-არ მე არ მცალია ვიდოების სანახავად.
-გასაგებია, მეუბნებით ეს ჩემი თემა არ არისო, თუმცა მერე მეუბნებით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოსო და რატომ ვერ ჩამოყალიბდით, რისი თქმა გინდათ?
-სასმახურში ვარ და ვიდეობის საყურებლად არ მცალია.
-იმისთვის ხომ გცალიათ რომ მეჩხუბოთ? თუმცა არ სამსახურის შესახებ გაქვთ ამომწურავი ინფორმაციები.
-კარგად ბრძანდებოდეთ, არ მცალია!!!
-რატომ მიყვირით?! - სატელეფონო საუბარი შეწყვიტა.
"ნეიშენ ჯორჯია" აგრძელებს თემაზე მუშაობას და შეეცდება ამომწურავი პასუხების მიღებას.