მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

„უშიშროების სამსახური იმისთვისა, რომ მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია“ - კალაძე სუს-ის კრებსებზე

ნახვები: 428 „უშიშროების სამსახური იმისთვისა, რომ მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია“ - კალაძე სუს-ის კრებსებზე

„უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია კანონის ფარგლებში," - განაცხადა დღეს, 20 სექტემბერს, „ქართული ოცნების" გენერალური მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ სუს-ის საიდუმლო კრებსებზე საუბრისას.

„ჭორაობას ხომ არ დავიწყებ, დაველოდოთ გამოძიებას. ობიექტური გამოძიება დაწყებულია. შესაბამისად დაველოდოთ, თუ ვინ, როგორ, რა გააკეთა. რა არის ტყუილი, რა არის მართალი - ლილუაშვილის პასუხისმგებლობა რა შუაშია, გამოძიება მიმდინარეობს. ყველაფერი გახდება ცხადი. ვის მიერ იქნა ეს გავრცელებული - რა არის აქედან სიმართლე და რა ტყუილი.

უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია კანონის ფარგლებში - ყველა ქვეყანაში ასე ხდება. შესაბამისად, ჩვენი სამსახური უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე - აუცილებლად უნდა მოუსმინონ ვინც სჭირდებათ და მოსასმენია. რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში", - ამბობს კახა კალაძე.

კითხვაზე, უნდა უსმენდნენ თუ არა დიპლომატებს, რადგან ჩანაწერებში ელჩების მიმოწერებიცაა, კალაძე პასუხობს: „თუ ასეა საჭირო, მაშინ კი".

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა