ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, გამარჯვების დღე მივულოცო ჩვენს ვეტერანებს, ქედს ვიხრი გმირი ქართველების ხსოვნის წინაშე

ნახვები: 481 ირაკლი ღარიბაშვილი - მინდა, გამარჯვების დღე მივულოცო ჩვენს ვეტერანებს, ქედს ვიხრი გმირი ქართველების ხსოვნის წინაშე

700 000 ქართველი მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. აქედან ნახევარზე მეტი გმირულად შეეწირა იდეას, რასაც ერქვა ბოროტების დამარცხება და ფაშიზმზე გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში“ განუცხადა, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგო.

მთავრობის მეთაურმა ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

„მინდა, ჩვენს გმირ ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე. მინდა, ამ დიდი ბოროტების, ფაშიზმის დამარცხებისა და ჩვენი გამარჯვების დღე მივულოცო ჩვენს ვეტერანებს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის,  ჩვენი ქართველების, ჩვენი ხალხის როლი ამ დიდი სამამულო ომის გამარჯვებაში არის უდავოდ შეუფასებელი. თქვენ აღნიშნეთ, რომ 700 000 ქართველი მონაწილეობდა ამ ომში. აქედან ნახევარზე მეტი გმირულად შეეწირა ამ იდეას, რასაც ერქვა ბოროტების დამარცხება და ფაშიზმზე გამარჯვება. ამიტომ, კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირი ქართველების ხსოვნის წინაშე და ჩვენს გმირ ვეტერანებს მინდა, რომ კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავრობის სახელით ყველაფრისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა