Russian army loses another 1,180 troops in Ukraine in the past day
One enemy Kalibr carrier on combat duty in Black Sea
Border guards destroy three Russian positions in Kharkiv region
Fire breaks out in Zaporizhzhia following drone attack
Government appoints new head of State Agency for Tourism Development
Defense Ministry reveals timeline for withdrawal of troops fighting since 2022 from front
Ukrainian forces destroy Russian Nona self-propelled mortar in Kharkiv region
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ მზად შეწყვეტს „სამშვიდობო ძალისხმევას“ თუ მხარეები ყველაფერს „გაართულებენ“

„ოცნების" წარმატების მთავარი რეცეპტი

05.11.2020 ნახვები: 1641

ავტორი: თენგიზ აბლოთია


აი, უკვე ბოლო რამდენიმე წელი ერთი უყრევი ფაქტი გვაქვს - ქვეყანას მართავს პარტია, რომელიც ფართო საზოგადოებაში პოპულარული არაა. რომელსაც არ გააჩნია მაღალი რეიტინგი, და რომელმაც 31 ოქტომბერს რეალურად 46%-ზე მეტი არ მიუღია.
თუმცა, ის ხელისუფლებაში ჯიუტად რჩება.
ამავე დრის გასათვალისწინებელია, რომ ბიძინას საქართველო არაა არათუ ბელორუსია, არამდე სააკაშვილის პერიოდის საქართველოც კი - დღევანდალი ხელისუფლება გაცილებით სუსტია, და მის გადაყენებას არაფერი არ უნდა, მხოლოდ მოსახლეობის კრიტიკული რაოდენობის სურვილი.
ქოც-საქართველო არაა დიქტატურა, ის არ ემყარება უხეშ ძალას, და ამის მაჩვენებელია თუნდაც 20 ივნისის მოვლენების შემდგომი პერიოდი, როდესაც ერთი დარბეული მიტინგის შემდეგ მთავრობას უკან დახევა მოუწია.
ქოც-ხელისუფლებას მუხლებში კანკალამდე ეშინია ხალხმრავალი გამოსვლების და 20 ივნისის დარბევა მხოლოდ იმიტომ გაბედა, რომ იმ დროს პარლამენტის წინ რამდენიმე ასეული ადამიანი იყო დარჩენილი.
ზოგადად უიდეო და მხოლოდ ხელფასით გამყარებული ერთგულება არასანდოა - ხვალ ქუჩაში 15 000 ადამიანი რომ გამოვიდეს, არც ერთი სპეცრაზმლი თითსაც არ გაანძრევს.
ასეთი შემთხვევებისთივს „ქართულ ოცნებას" ზონდერებიც ჰყავს, მაგრამ მათ იმედად ყოფნა სასაცილოა - მშიშარა ძველი ბიჭები მაგრები მხოლოდ იქ არიან, სადაც მოწინაამღდეგე რაოდენობით მათზე ბევრად ნაკლებია. ათასობით ადამიანის გამოჩენის შემთვევაში მთელი ეს ძველი ბიჭები და მეორეხარისხოვანი სპორტსმენები გუშინდელი თოვლივით აორთქლდენიან.
სად და ვის გინახავთ ამ ქვეყანაში ძველი ბიჭის გაკეთებული საქმე?
მოკლედ, საქართელოს მოქალაქეები პირადი და პოლიტიკური თავისუფლებების ძალიან მაღალი ხარისხით სარგებლობენ, რაც საქართველოში შექმნილ სიტუაციას კიდევ უფრო ანომალურს და თავისებურად უნიკალურს ხდის. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ასეთი არაკომპეტენტური და არაფრის მაქნისი ხელისუფლება ამდენ ხანს მხოლოდ ხიშტებზე და უხეშ ძალაზე იდგებოდა.
ჩვენთან ასე არაა - ხელისუფლება, რომელსაც ოდნად დემოკრატიულ ქვეყანაში ჯერ კიდევ 4 წლის წინ პანღურით გააგდებდნენ, საქართველოში არც ირყევა - თანაც ყოველგვარი ძალადობის გარეშე.
ეს ფენომენი შესწავლას საჭიროებს. თუმცა, მისი არსებობა სრულიად აშკარა ფაქტია - ქართველებმა კიდევ ერთხელ გააოცეს მთელი მსოფლიო უკუღმართობით და ირაციონალიზმით.
მაშ რასთან გვაქვს საქმე? რაშია „ოცნების" ამ გამაოგნებელი და სრულიად ალოგიკური წარმატების საიდუმლო?
ყველა ვერსია ცალკე აღებული მცდარია.
ეს არ არის ბიძინას მილიარდების დამსახურება - მთელი ქვეყანა უკვე დიდი ხანია მიხვდა, რომ ივანიშვილის თავისი ფულის დარიგებას არ აპირებს და მისი სულგრძელობა მხოლოდ მაღალი სტატუსის მქონე ადამიანებაზე ვრცელდება - მსახიობებზე, პოეტებზე, და ა.შ.
ეს არც მისი უხვი დაპირებების დამსახურებაა, რადგანაც არც მისი დაპირებების სჯერა არავის. თანაც, თუ დაუკვირდით წინასაარჩევნი კამპანიას, რეალურად არავის არაფერს უკვე არც ჰპირდება.
ეს არ არის დაშინების დამსახურება - სასაცილოა, ვინმეს გომელაურის სპეცსამსახურების ან უბნელი ნარკომანების ეშინოდეს.
ცაკლე აღებული არც მაჟორიტარული სისტემის ამბავია - ამ სისტემაშიც ხომ იგივე ხალხი აძლევს ხმას, რომელმაც „ოცნებისთვის" 45%-ზე მეტი ვერ გაიმეტა.
მაშ რაშია საქმე?
„ქართული ოცნების" სიძლიერის მთავარი საიდუმლოა - ყურმოჭრილი ელექტორატი, რომელსაც არც შეშინება სჭირდება, არც შეგონება, და არც კოორდინატორების თვალთვალი.
არსებობს მოსაზრება. რომ „ქართულ ოცნებას" ხმას ძირითადად საბჭოთა წარსულში ჩარჩენილი ელემენტები, კორუფციონერები, რუსეთუმეები და კრიმინალები აძლევენ. ასევე ითვლება, რომ „ოცნება" თავის თავში იმათ აერთიანებს, ვისთვისაც სააკაშვილი დღემდე რჩენა აკვიატებულ იდეად.
ეს ყველაფერი მართლაც ასეა, თუმცა, სიტუაციას მხოლოდ ნაწილობრივ ხსნის.
რეალობა კი გაცილებით უფრო მძიმეა - „ქართული ოცნების" მთავარი აქტივია ადამიანები, რომლების დამოკიდებულები არიან სახლემწიფოზე - იქნება ეს საჯარო სექტორის თუ ტენდერებზე მიბმული მსხვილი პროსამთავრობო კომპანიები.
ეს არ არის მარგინალური ნიშა. ეს ადამიანები არც კრიმინალები არიან, არ ძველი ბიჭები, და არც კორუფციონერები. მათი დიდი უმრავლესობა მშრომელი და თანამედროვეობას მორგებული ადამიანია. ისინი არაფერს არ იპარავენ, დილის 9 საათზე მიდიან სამხსახურებში, საღამოს 6-ზე მოდიან სახლებში.
მათ არც რქები აქვს და არც ჩლიქები და მათი დემონიზება, როგორც ამას ხშირად ვისმენთ, სრულიად გაუმართლებელია - რეალურ ცხოვრებაში ისინი არიან საკმაოდ ცივილიზებულები, დისციპლინირებულები, სამსახურში არ აგვიანებენ და გზას მხოლოდ წითელ შუქნიშანზე გადადიან.
ისინი ჩვენი მეზობლები და ნათესავები არიან, მათი შვილები და შვილიშვილები ჩვენს შვილებთან და შვილიშვილებთამ ერთად ბაღებში დადიან და პარკებში თამაშობენ.
და სწორედ ისინი ამყარებენ თავიანთი ხმებით ამ არაფრის მაქნის და მავნებლურ რეჟიმს, რომელის ქვეყნის მომავალს ძირს უთხრის.
მათზე არავითარი კომრომატები არ მოქმედებს - არა იმიტომ, რომ არ სჯერათ, პირიქით, იმიტომ, რომ ჩვენზე კარგად იციან რა მუქთახორებთან აქვთ საქმე. ის, რასაც ჩვენ ზოგჯერ ვხედავთ ტელევიზიით, მათთივის - ყოველდღიურობა.
მათ არ სჭირდებათ დაშინება იმისთვის რომ ქოცებს მისცენ ხმა - ისინი თავად საქართველოს უახლესმა ისტორიამ დააშინა, როდესაც ხელისუფლების ცვლა კადრების გადაფერთხვას თითქმის გარანტირებულად იწვევს - იმის მიუხედავად, რომ ყველა პოლიტიკური პარტია ჯიუტად იმეორებს, რომ „საჯარო სამსახურში მომუშავე პროფესიონალებს არაფერი ემუქრებათ".. რატომღაც მერე აღმოჩნდება, რომ „პროფესიონალი" ყველას თავისებურად ესმის.
ახალ ხელისუფლებას მოჰვება ახალი მინისტრი, ის ცვლის თავის გარემოცვას, მის მიერ დანიშნილი კადრები თავისას და ასე - ზემოდან ქვემოთ...
ამ ადამიანებს ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში თავიანთი მომავლის შიშის მიზეზები მრავლად აქვთ. ამიტომაც, არ დაიჯეროთ, რომ მათ ვინმე აშინებს და აძალებს - ისინი ნებაყოფლობით, ყოველგვარი დაძალების გარეშე მმართველი პარტიის სამუდამო და ურყევ დასაყრდენს წარმოადგენენ.
სწორედ ესაა „ქართული ოცნების" მთავარი, ოქროს აქტივი - მოსახლეობის 35-40%, რომელიც ყოველთვის, სულ რომ დაიქცეს ქვეყანა, ხმას მათ მისცემს. ამ მოცემულობით არჩევნებში რომელიმე სხვა ძალის გამარჯვება უკიდურესად რთული იქნება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა