გოგი ჩახუნაშვილი - კლინიკური კვლევა მიმართული იყო იქით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო და ადამიანებს არ გართულებოდათ რაიმე
Air Defense Forces down 83 of 111 drones launched by Russia in evening attack on Ukraine
War update: over 200 combat engagements in 24 hrs, Pokrovsk under heaviest assault
Kremlin says no compromise reached with Americans on peace plan for Ukraine
Fuel depot destroyed in Russia's Tambov region – CPD
Russia's war casualty toll in Ukraine up by 910 over past day
Donetsk region remains main point of dispute in negotiations – Rubio
European Commission suggests way to provide Russian assets to Ukraine without risks for Belgium

რატომ გააუქმა პუტინმა სავიზო რეჟიმი საქართველოსთან? - პირველი განმარტება მოსკოვიდან

10.05.2023 ნახვები: 660

რუსეთის სათათბიროს დეპუტატის პირველი კომენტარი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის მოხსნის შემდეგ - ლეონიდ კალაშნიკოვი "ტვ პირველთან" პირდაპირ  ამბობს, რომ პუტინის გადაწყვეტილება "ოცნების" ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის შედეგია. ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული ცხოვრებას საქართველოს მილიონობით მოქალაქეს გაუმარტივებს. 

ამასთან, კალაშნიკოვი აღნიშნავს, რომ რუსეთი საქართველოდან მომდინარე საფრთხეებსაც აცნობიერებს, თუმცა ამბობს, რომ ამ საკითხს სპეცსამსახურები გააკონრტოლებენ. 

"მე დადებითად ვაფასებ, ამ გადაწყვეტილებას, ამ გადაწყვეტილების მიღმა იდგა ჩვენი კომიტეტის დიდი ძალისხმევა. ეს შეუმსუბუქებს ცხოვრებს, საქართველოს მილიონობით მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს რუსეთში  და იმ ნახევარ მილიონ ადამიანს, რომელიც ჩამოდის რუსეთში ტურისტული მიზნებით.  ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არის, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის შედეგი. ეს არ ნიშნავს, რომ უცებ მოგვარდება ურთიერთობები ჩვენსა და საქართველოს შორის პოლიტიკურ დონეზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ რისკებს, მათ შორის, ტერორიზმის რისკებს, თუმცა ამ საკითხს მიხედავენ სპეცსამსახურები, - ამბობს კალაშნიკოვი. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა