ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნების“ მიერ „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ დატოვება არის კიდევ ერთი დარტყმა ქვეყნის იმიჯზე და დასტური, რომ მათ ევროპას ზურგი აქციეს

ნახვები: 466 ხათუნა სამნიძე - „ქართული ოცნების“ მიერ „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ დატოვება არის კიდევ ერთი დარტყმა ქვეყნის იმიჯზე და დასტური, რომ მათ ევროპას ზურგი აქციეს

„ქართული ოცნების“ მხრიდან დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ მისი ხედვა, ადგილი და მისწრაფება არის ძალიან შორს ევროპისგან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ „ევროპის სახალხო პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსის დატოვებას შეეხებოდა.

როგორც ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ორგანიზაციამ, ზურგი აქცია ევროპულ ოჯახს.

„პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, „ევროპულ სოციალისტური პარტიის“ ოჯახში აქტიურად განიხილებოდა „ქართული ოცნების“ წევრობასთან დაკავშირებული საკითხი. შესაძლოა, გაერიცხათ კიდეც. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, თავად მიიღოს გადაწყვეტილება და ევროპული ოჯახის წევრობაზე თავად თქვეს უარი. რაც კიდევ ერთო დასტურია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არის პარტია, რომელიც არც ერთი ევროპული ოჯახის წევრი არ არის და რომელიც საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის არჩევანისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდის.

როდესაც კობახიძე ამბობს, რომ ევროპულ ოჯახში ვერ იგრძნო ვერანაირი მხარდაჭერა, თურმე აბსურდულ რეზოლუციებზეა საუბარი, მას ავიწყდება, რომ ის განცხადებები, რაც გაკეთდა პრემიერის მხრიდან, არც ერთი არ იყო ევროპული ფასეულობა და ევროპული ღირებულება. სწორედ ამიტომ მათ მიიღეს ძალიან მკაცრი პასუხი საკუთარი ევროპული ოჯახიდან. დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ დატოვონ „ევროპელი სოციალისტები“, არის კიდევ ერთი დარტყმა ქვეყნის იმიჯზე და კიდევ ერთი დასტური, რომ „ქართულმა ოცნებამ “ევროპას ზურგი აქცია“, – განაცხადა სამნიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა