სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა – გიორგი პატარიძემ თანამდებობა პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ დატოვა
Sybiha reacts ironically to idea of nominating Orbán for UN Secretary-General
Zelensky: Hegseth’s approval for Patriot missiles has been pending for nearly a month
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს უკრაინის მიერ კონტრიერიშის დაწყებას

ნახვები: 497 რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს უკრაინის მიერ კონტრიერიშის დაწყებას

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, უკრაინის მიერ კონტრიერიშის დაწყებასთან და ფრონტის ხაზზე თავდაცვის გარღვევასთან დაკავშირებით. ამის შესახებ „ბიბისი“ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

„ცალკეული ტელეგრამ-არხების მიერ გავრცელებული განცხადებები „თავდაცვის გარღვევასთან დაკავშირებით“ შეხების ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე, სინამდვილეს არ შეესაბამება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ბახმუტის მიმართულებით მათ მოწინააღმდეგის რვა შეტევა მოიგერიეს.

კონტრიერიშის დაწყებასთან დაკავშირებით, განცხადებები არ გაკეთებულა არც უკრაინის მხრიდან.

ბოლო ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ღამის განმავლობაში, ზაპოროჟიე და ხერსონის ოლქები დაბომბეს. უკრაინის გენშტაბის განცხადებით, მათ ოთხი მიმართულებით, მოწინააღმდეგის 44 თავდასხმა მოიგერიეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა