Ukrainian Defense Forces strike oil facilities in Krasnodar and Volgograd regions
ურაინის უპოლიტო საფრენმა აპარატებმა ნოვოროსიისკში მდებარე „გრუშოვაიას“ ნავთობგადამტვირთავ საცავზე დარტყმა განახორციელეს
მიხეილ სააკაშვილი - ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო მეტად ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ვიდრე ივანიშვილის
„სამოქალაქო კონტრაქტს“ სომხეთის ახალ ეროვნულ ასამბლეაში 61 ადგილი ექნება, „ძლიერი სომხეთის“ ბლოკს - 28, ბლოკ „სომხეთს“ - 11, პარტიას „აყვავებული სომხეთი“ - 5
Russia loses 1,330 troops, two air defense systems in war against Ukraine over past day
Zelensky shares details of meeting with Russian oligarch Abramovich
Zelensky reveals details of meeting with British, French, and German leaders
Over 8.5M Ukrainians leave country since start of Russian aggression – Ombudsman

ადამიანები, რომლებიც პოლიტიკას არ უნდა ეკარებოდნენ, პოლიტიკური გაერთიანების შექმნას აპირებენ - ვინ დგას მოძრაობის „თაობები საქართველოსთვის“ უკან?

14.05.2023 ნახვები: 1445

ქართული შიდა პოლიტიკური პროცესები მდირედ მიმდინარეობს, თუმცა გარედან ხელისუფლება უდიდესი დარტყმის ქვეშ არის. საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებას ევროპა და აშშ უკვე გამადიდებელი შუშით აკვირდება.

ქართული საზოგადოება გაუკრვვლობაშია, ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი თუ პოლიტიკური ძალა არსად ჩანს.

„ნეიშენ ჯორჯიას“ ინფორმაციით, მაისის ბოლომდე ახალი პოლიტიკური გაერთაინების ან პოლიტიკური პარტიის შექმნა იგეგმება.

როგორც წყარო, „ნეიშენ ჯორჯიასთან“ საუბრისას აცხადებს, პოლიტიკური გაერთიანების სახელი „თაობები საქართველოსთვის“ მზადაა, თუმცა ჯერ შექმნელები ვერ ჩამოყალიბდნენ თავი საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ მოძრაობად, პლათფორმად, გაერთიანებად თუ საერთოდაც პარტიად წარადგინონ.

„ნეიშენ ჯორჯია“ გაერთიანების უმთავრეს დამფძუნებლად შოთა შალელაშვილს შიფრავს. შეგახსენებთ, რომ შალელაშვილი „ქართული ოცნების“ მე-9 მოწვევის პარლამენტარი იყო. მას განათლება მოსკოვის კვების მრეწველობის ინსტიტუტში აქვს მიღებული, პროფესიით კი ინჟინერია და მასზე ინფორმაციაში ვხვდებით, რომ ის თანამდებობის პირი, ინჟინერი და ყოფილი პარლამენტარია. შალელაშვილმა საზოგადოების ყურადღება რამდენიმე ხმაურიანი ფაქტით მიიქცია, ერთ-ერთი კი მის შვილთან დაკავშირებული საქმე იყო.

შოთა შალელაშვილის შემდეგ, გაერთიანება-მოძრაობის ღია თუ ფარულ (როგორც ამბობენ ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ აქვს) დამფუძნებელთა შორის არის ასევე „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ეკა ბესელია. ნიშანდობლივია, რომ ბესელიას აქვს საკუთარი პარტია და მისი საბოლოო გადაწყვეტილება „თაობები საქართველოსთვის“ ინტეგრირებასთან დაკავშირებით, ამ პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან მიმდინარე კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა წყაროს ინფორმაციით, „მოძრაობა-პარტიაში“ ბესელიასთან ერთად გედევან ფოფხაძე და სხვა რამდენიმე „ცნობილი“ სახეც იქნება.

„დამფუძნებლებს შორის მოსაზრება ორად იყოფა - დაიწყონ ახლავე, თუ დაელოდნ პროცესების განვითარებას. მათი დიდი სურვილია, რომ  გაერთიანებაში მნიშვნელოვანი როლი შესთავაზონ ნიკა მელიას, ხატია დეკანოიძესა და რამდენმე ცნობილ პოლიტიკოსს. საკუთარი თავის წარდგენა მოახდინონ როგორც ცენტრის, რომელშიც გაერთიანებულმა ადამიანებმა, წარსულში პოლიტიკური უთანხმობების მიუხედავად, შეძლეს გაერთიანება“, - განუცხადა წყარომ „ნეიშენ ჯორჯიას“ და დასძინა, რომ სავარაუდოდ, 21 მაისისთვის დაგეგმილმა პრეზენტაციამ კონსულტაციების საფუძვლეზე შესაძლოა, გარკვეული პერიოდით გადაიწიოს.  

„ნეიშნე ჯორჯიამ“ კომენტარისთვის, ეკა ბესელიასთან დაკავშირება რამდენიმეჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ. პოლიტიკოსმა ჯერ მიზეზად სტუმრიანობა დაასახელა, შემდეგ კი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ერთ-ერთი ინფრომაციით, პოლიტ-ექსპერტი გია ხუხაშვილიც „თაობები საქართველოსთვის“ შექმნის კონსულტანტი იყო.

„ნეიშენ ჯორჯიასთან“  საუბრისას ხუხაშვილი აცხადებს, რომ ის შალელაშვილს იცნობს, თუმცა მის პოლიტიკურ პროექტზე არაფერი იცის, მით უფრო მონაწილე არ არის.

ხუხაშვილის თქმით, მსგავსი ადამიანები პოლიტკურ პროექტებს არ უნდა აკეთებდნენ და პოლიტიკას საერთოდ არ უნდა ეკარებოდნენ.

„მე ვიცნობ მას კარგად, თუმცა არანაირი კავშირი არ მაქვს მის პოლიტკურ პროექტთან. მე არ ვიცი ის თუ რამეს აკეთებს. საერთოდ ვთვლი, რომ ეგეთმა ხალხმა მაინც და მაინც, პარტია არ უნდა გააკეთონ. არ ვიცი, მისი ნებაა და მისი უფლებაა“, - განუცხადა „ნეიშენ ჯორჯიას გია ხუხაშვილმა.

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში, „თაობები საქართველოსთვის“ შექმნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, თუმცა არც შემქნელებზე და არც პოლიტიკური გაერთიანების წევრებზე კონკრეტულად არ საუბრობს.

მირცხულავა წერს, „მინიშნებებია, რომ "აქვე ახლოს" იქნება ადამიანის უფლებების ვითომ დამცველი და ქვეყანაში 200-ზე მეტი პოლიტპატიმრის აღმრიცხავი პოლიტიკოსი, რომელიც ახლა ძალიან უყვართ ოპოტელევიზიებს. კიდევ ვინ? სულო და გულო - "თაობები" ახალი სიტყვით საქართველოზე“

თუ ეკა ბესელიას პოლიტიკურ ცხოვრებას გავიხსენებთ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ანალიტიკოსი მასზე საუბრობს.

მირცხულავამ „ნეიშენ ჯორჯიასთან განაცხადა, რომ პოლიტიკური მიცვალებულების მიერ ქართული პოლიტიკის გაცოცხლების მცდელობა სასაცილოდ გამოიყურება.

„ქართულ პოლიტიკურ სასაფლაოზე ადგილი აღარ არის და ვინმეს თუ საკუთარი თავის ძეგლის დადგმა სურს, ჯობია ეს მოკრძალებულად გააკეთოს და ამ საქმეში თაობებს ნუ გახვევს. პოლიტიკური ამბიცია, რომელსაც ზურგს პოლიტიკური წონა არ უმაგრებს, ამბიციის მატარებელ პერსონებს სასაცილო მდგომარეობაში აგდებს. გასაგებია, რომ კეთილგონიერება და ჭკუა ქართულ პოლიტიკაში კონტრაბანდაა, მაგრამ მე პირადაც სასაცილოდ არ მეყო, თუ ინფორმაცია სარწმუნოა, დასახელებული პერსონების „თაობებთან“ ბმა. თუმცა მათიც მესმის, რომელ მათგანს ჩაწერენ საკუთარ სიაში პოლიტიკურ სცენაზე არსებული პარტიები? იქნებ, ვინმე გულისხმიერმა ე.წ. „სტოპ კრანი“ ჩამოქაჩოს და ეს პოლიტიკური მატარებელი დეპოში დატოვოს“, - განაცხადა გოჩა მირცხულავამ.

„ნეიშენ ჯორჯიას" ინფორმაციით, მოძრაობის დაფუძნება, თუ გეგმებში რაიმე სახის ცვლილება არ შევიდა, 21 მაისს არის დაგეგმილი.

„ნეიშენ ჯორჯია“

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა