მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

საქართველოში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 383 პაციენტი

ნახვები: 455 საქართველოში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 383 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 383 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 27 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 277 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 7 302, „პისიარ"-ტესტით - 5 975.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური - 4,99%, ბოლო 14 დღის - 6,48%, ბოლო 7 დღის - 6,01%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 607 155 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 578 881 გამოჯანმრთელდა, 8 844 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია - 1 749 457 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 617.

კარანტინის რეჟიმშია 45, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 569 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 776 პირი.

გუშინ, 25 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 956 პაციენტი, 30 კი გარდაიცვალა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა