War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media
Zelensky to meet Trump next week — media
Drones attack Wildberries warehouse in occupied Simferopol — social media
US Senate adds Iran to sanctions bill on Russia
ISW: Kremlin setting conditions for mobilization, preparing for civil unrest
ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა — მიმდინარეობს ავარიის მიზეზების დადგენა

სცემა თუ არა 3 წლის ბავშვი აღმზრდელმა - რას ამტკიცებს მშობელი?!

ნახვები: 1952 სცემა თუ არა 3 წლის ბავშვი აღმზრდელმა - რას ამტკიცებს მშობელი?!

სავარაუდო ძალადობა ბაგა-ბაღში -მშობელი ამტკიცებს, რომ სამი წლის ბავშვი აღმზრდელმა სცემა. ოჯახი არასრულწლოვანის მონაყოლზე დაყრდნობით, ამბობს, რომ ბავშვი მასწავლებელს დასჯილიც ჰყავდა - "ბიჭს გადაადგილების უფლებას არ აძლევდა". დედის მტკიცებით, მოზარდს ძლიერი ტკივილები ზურგის არეში აქვს.

ხათუნა ჩოხელი ვიდეოჩანაწერების ჩვენებას ითხოვს.

"მასწავლებელმა ნახევარი ჩამოართვა დაახია თავზე, რის გამოც ბავშვი ვერ მიხვდა რატომ მოხდა ასე, იყო აფექტის მდგომარეობაში. ბავშვი იტკივებდა ხელს უკან ბეჭის არეში. ორი დღის განმავლობაში ვუსვამდი მაზს და იძახდა აქ რომ დამარტყა მტკივაო. ბავშვი რომ უფრო გაიხსნა და თქვა, მე სხვა აქტივობის დროს ჯერ მასწავლებელმა მცემა, მერე ამათრია, ჯგუფში ამიყვანა და ხელი კინაღამ  ამომიტრიალაო, სკამზე დამაგდო,  ვტიროდი ზედ არ შემომხედა, ზურგი მომაქციაო.

როცა ბაღში მივედი და ვკითხე, რატომ არ მეუბნებოდენ. მითხრეს, რომ მასწავლებელი იყო აფექტის მდგომარეობაში. ჩნდება კითხვები, რატომ არ მაჩვენებენ მანამდე კადრებს რაზეც ბავშვი საუბრობს, რომ ფიზიკურად შეეხო" - ამბობს ბავშვის მშობელი, ხათუნა ჩოხელი.

თბილისის კერძო ბაღის ადმინისტრაცია ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ ადასტურებენ, რომ პედაგოგი სამსახურიდან გადაცდომის გამო დაითხოვეს. 

"ფაქტი იყო შემდეგი, რომ მასწავლებელმა დაუხია ბავშვს ფურცელი, ნამუშევარი არ გაატანა სახლში, რაღაც გარკვეული მიზეზების გამო, რაც არის გადაცდომა, ამას ვაღიარებთ ჩვენ, ეწინააღმდეგება ჩვენს სტანდარტებს, ამის გამო ადამიანმა დაკარგა სამსახური. გარდა იმისა, რომ ცილისწამებაა, ვერაფერს ვერ გიპასუხებთ, არსებობს კადრები, ვთანამშრომლობთ შესაბამის უწყებასთან" - ამბობს საბავშვო ბაღი "ჩვენი ეზოს" მენეჯერი, ლიკა ბერძენი.

 

tvpirveli.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა