ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

თაკო ჩარკვიანი შს მინისტრთან აპირებს შეხვედრას - „მინდა, რომ დამსწრეც იყოს“

ნახვები: 473 თაკო ჩარკვიანი შს მინისტრთან აპირებს შეხვედრას - „მინდა, რომ დამსწრეც იყოს“

„გომელაურთან მინდა შეხვედრა, ოღონდ არა მარტო, მე ასეთ შეხვედრებზე ყოველთვის წესს და რიგს ვიცავ და მინდა, რომ დამსწრეც იყოს," - აცხადებს პარტია „კანონი და სამართლის" ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დასაბრუნებლად არასამთავრობო ორგანიზაცია დააარსა.

„ჩვენ ვემზადებით მშვიდობიანად, მეტსაც გეტყვით, გარკვეულ ადამიანებს კუთხეებში ვაყენებ, გომელაურთან მინდა შეხვედრა, ოღონდ არა მარტო, მე ასეთ შეხვედრებზე ყოველთვის წესს და რიგს ვიცავ და მინდა, რომ დამსწრეც იყოს. როდესაც ადამიანებს ვეუბნები, რომ მე ამ კონკრეტულ ორგანიზაციაზე, პასუხს ვაგებთ როგორ იქნება, რა იქნება, მე იქიდანაც მაინტერესებს, რა იქნება... ბევრია ძალიან, ახლა არ მინდა ამაზე ვისაუბრო. ახლაც, აი, ამ წამს, ერთი ამბავია და მიდის მუშაობა. დღეს, 3 საათზე მე უკვე ჩანიშნული მაქვს ბრიფინგი და დილიდან უკვე მინდა, მასთან მქონდეს კავშირი... ჩვენ გვინდა, რომ თვითმფრინავი დაჯდეს მშვიდობიანად, ვიცოდეთ, როგორ იმართება ეს ყველაფერი. თვითმფრინავი, სადაც დაჯდება, ის რეისი უნდა იყოს გარანტირებული", - განაცხადა ჩარკვიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა