მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ჩემი ბათუმი - მალე თბილისში - სააკაშვილი მიმართვას, სავარაუდოდ, ბათუმიდან ავრცელებს

ნახვები: 432 ჩემი ბათუმი - მალე თბილისში - სააკაშვილი მიმართვას, სავარაუდოდ, ბათუმიდან ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება. ამაზე მან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა.

სააკაშვილმა ხალხს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ 3 ოქტომბერს მოსახლეობა თბილისში, თავისუფლების მოედანზე უნდა შეიკრიბოს.

"ეს არის ჩემი ბათუმი ორში ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა ენმ-ს. არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს​, არც გახარიას, არც მათ სატელიტებს თუ ენმ არ მოგწონთ, მომეცით ხმა შედარებით პატიოსან პატარა პარტიებს. აქ უნდა ყოფილიყო ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს. ვაქცინაც გვექნებოდა და არც კოვიდით დაგვეხოცებოდა ამდენი ხალხი. ისე მენატრებოდა აქაურობა.. დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება, მაგრამ საბოლოოდ ეს აღსრულდება, როცაა საქართველო დადგება ფეხზე, დღეს აქ მხოლოდ სახლებს აშენებენ რუსებისთვის და სადაც ეს არის, იქ არსად არაა განვითარება. საქართველოდან გარბის ხალხი. ჩენ უნდა მივიდეთ ორში და ყველამ უნდა მივცეთ ხმა და სამში შევიკრიბოთ, რუსთაველი და თავისუფლების მოედანი გავავსოთ და თუ ვიქნებით 100 000 ადამიანი, ვეღარავინ დაგვამარცხებს და საქართველო დაადგება ისევ განვითარების გზას სიღარიბე და საშინელება დასრულდება, ხო ხედავთ ყველაფერი გავრისკე ჩემი სიცოცხლეც და თავისუფლებაც, რათა ჩამოვსულიყავი აქ. თქვენს იმედზე ვარ, ჩვენგან მხოლოდ ერთი რამე მინდა, ნუ შეგეშინდებათ, მიდით არჩევნებზე. მომავალ შეხვედრამდე, მალე თბილისში", - ამბობს სააკაშვილი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა