ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ვოლოდიმირ ზელენსკი - ბახმუტის მიმართულება, ყოჩაღ, მეომრებო

ნახვები: 438 ვოლოდიმირ ზელენსკი - ბახმუტის მიმართულება, ყოჩაღ, მეომრებო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის ბახმუტის მიმართულების სამხედროებს მიღწეული წარმატებებისთვის. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მადლობელი ვარ ჩვენი თითოეული მეომრის, ყველა ჩვენი დამცველის, ვინც დღეს მოგვაწოდა სწორედ ის სიახლეები, რომლებსაც ველოდებით. ბახმუტის მიმართულება – ყოჩაღ, მეომრებო. ჩვენ ვხედავთ, როგორ ისტერიულად აღიქვამს რუსეთი იქ  ჩვენს ყველა ნაბიჯს, ჩვენ მიერ დაკავებულ ყველა პოზიციას. მტერმა იცის, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ისინი ამას ხედავენ. ისინი ამას გრძნობენ თქვენი დარტყმებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ განსაკუთრებით აღნიშნა მეხუთე მოიერიშე ბრიგადა და საზღვაო-ქვეითთა 57-ე ბრიგადა, რომლებიც, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „წინ მიიწევენ“.

მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ბახმუტის მიმართულებით წარმატება აქვთ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა