სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვინც პარლამენტში შევა, შევა რუსეთში
მამუკა მდინარაძე - შევეცდებით, პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს
ოლაფ შოლცი - რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
Russians strike Dnipro with ballistic missile, likely from Kedr complex – Ukrainian intel
Oreshnik missile strike on Dnipro does not indicate risk of nuclear weapons use - ISW
Ukraine’s General Staff: 190 combat clashes at front in past day

რას ერჩის ქობულეთის კულტურის სამსახურის უფროსი ახალგაზრდა ხელოვანებს?!

11.06.2023 ნახვები: 1521

რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში ახალგაზრდა პოეტმა და ჟურნალისტმა ზუკა ნემსაძემ პოსტი გამოაქვყნა, რის მიხედვითაც ვკითხულობდით, რომ პოეტი ქობულეთის სცენაზე უარს ამბობდა. პოეტმა წლების განმავლობაში თავი შეაყვარა ქობულეთს, მისი შემოქმედებითი აქტიურობაც აქ არაერთხელ აღნიშნულა ტაშითა და საქებარი სიტყვებით, ისევე როგორც თავად გამორჩეულად გულშემატკივრობდა ამ მუნიციპალიტეტს. თუმცა რა იყო "ქობულეთზე უარის თქმის მიზეზი" ამის გარკვევა საინტერესო გახდა.

„ნეიშენ ჯორჯია“ ზუკა ნემსაძეს დაუკავშირდა და მისგან ინფორმაციის გაგებას შეეცადა.

ნემსაძის თქმით, ის საჯაროდ არაფრის თქმას აპირებდა თუმცა კონკრეტული სახელი და გვარი დაასახელა და მის წინააღმდეგ კანონიერი დავა დააანონსა.

„მე არ მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტიკაში შევიდე, თუმცა ნათია ნიჟარაძის წინააღმდეგ დავიწყე ყველა ის დავა, რაც კანონიერად  შემეძლო. რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველის აპარატსაც დავუკავშირდი, ოფიციალური განცხადებაც წარვადგინე და ველოდები მათგან შესაბამის რეაგირებას“ , -განაცხადა ნემსაძემ

ნემსაძე ადასტურებს რომ ნათია ნიჟარაძე მას არ აძლევს უფლებას და შესაძლებლობას, რომ ქობულეთში მოხდეს მისი გამოცდილების და შესაძლებლობების რეალიზება.

„ნათია ნიჟარაძე ეს არის სახელი და გვარი, რომელიც ცდილობს ხელი შეუშალოს მართლა ნიჭიერ ახალგაზრდებს. მე მქონდა მცდელობა რომ გამეგო, რატომ აკეთებდა ამას. თუმცა მისგან მოვისმინე სრული სიბინძურე და შეურაცხყოფა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე მავიწყდება მერიის, მუნიციპალიტეტის ამაგი. მე დღემდე მადლიერი ვარ ნათია თხილაიშვილის, ლია შაქარიშვილის, დავით მჭედლიშვილის, მირიან ქათამაძის და დავით ვერულიძის. ბატონი ლევან ზოიძე ახალი მერია და მასთან საქმიანი შეხება არ მქონია. თუმცა რამდენჯერაც შევაწუხე, ის მუდამ ყურადღებით მიუდგა ჩემს თხოვნებს. ასე რომ მერია მუდამ ჩემ გვერდითაა და მათზე ცუდი არ მეთქმის. მესმის, ისინი ცდილობენ საკუთარი თანამშრომლის დაცვას და ეს დასაფასებელია, მაგრამ ამ ბრძოლაში ვიქნები ძალიან პრინციპული. მე ამ შეურაცხყოფას ქალბატონ ნიჟარაძეს არ ვაპატიებ“, -განაცხადა ნემსაძემ.

„ნეიშენ ჯორჯია“ ვალდებული იყო ამ ბრალდებების შემდეგ გასაუბრებოდა მეორე მხარეს და ქობულეთის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და გენდერის სამსახურის უფროსს ნათია ნიჟარაძეს დავუკავშირდით.

ნიჟარაძის თქმით, ის არაფერს ადასტურებს და ელოდება ზუკა ნემსაძეს თუ როდის გამოაქვეყნებს საუბრის ჩანაწერს, ნიჟარაძე მას შემდეგ გაღიზიანდა რაც „ნეიშენ ჯორჯიამ“ მას კითხა რომ ზუკა ნემსაძის და მის საუბარში ჩაერია თუ არა მისი მეუღლე.

„მე ვერაფერს ვერ დავადასტურებ. ვერაფერს, ვერაფერს, სამწუხაროდ. თუ ზუკა აქვს რაიმე ხელმოსაკიდი რომ მე რაიმე შეურაცხყოფას ვაყენებ სატელეფონო საუბრისას, თუნდაც ესემესებით თუნდაც აი ისე. შეუძლია მას გამოააშკარავოს და დადოს. მე ვუთხარი კიდეც რომ შეგიძლია ტელევიზიების საშუალებითაც ეს მასალა გამოიყენო თქო. ჰოდა გამოაქვეყნოს ჩანაწერი და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ, ახლა რაზე ვსაუბრობთ. ან რაზე უნდა ვიგრძნო თავი დამნაშავედ. ერთი ფაქტი დადოს რომ მე მას მივაყენე შეურაცხყოფა. “ - განაცხადა ნიჟარაძემ

-თქვენი მეუღლე ჩაერთო საუბარში?

„ზუკა ამბობს - ეს იმას არ ნიშნავს სიმართლეა. ჩემო კარგო, კარგი, ზუკა რომ გამოააშკარავებს ამას, რომ ჩემი მეუღლე ჩაერთო საუბარში და ა.შ. მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ“,- განაცხადა ნიჟარაძემ

სახელმწიფო აუდიტს ხომ არ ელოდებით?

-რა აუდიტზე მელაპარაკებით, რომელ აუდიტზე მელაპარაკებით, აუდიტი შემოდის სამსახურში ყოველ წელიწადს და ამოწმებს დოკუმენტაციას - ჩვენს მიერ ნამოქმედარს და შესრულებას. სპეციალურად შემოვა?! შემოვიდეს, ეგეც არ არის არანაირი პრობლემა“, -განაცხადა ნიჟარაძემ.

„ნეიშენ ჯორჯია“ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარეს მოადგილეს ნათია თხილაიშვილს დაუკავშირდა, იმის გასაგებად თუ რა ზომები გაატარა საკრებულომ.

რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ზუკა ნემსაძე წერს, მე როგორც ვიცი ღონისძიებაზე უნდოდა მონაწილეობა მიღება, ვერ მიიღო მონაწილეობა და მე მეტ ინფორმაციას არ ვფლობ. სწორად გამიგეთ, მე შეურაცხყოფა არ მომისმენია - ამას თვითონ ამბობს. ამ დროისთვის ოფიციალური განცხადება მერიაში შემოსული არ არის. ერთადერთი, თავად ზუკამ მითხრა მე, რომ გამოვითხოვე ღონისძიების ხარჯები... ეს იყო დაახლოებით 5 დღის წინ ველაპარაკე.

ზუკამ ასევე მითხრა, რომ სახელმწიფო აუდიტსაც მიმართავდა, მაგრამ სახელმწიფო აუდიტი ჯერ არ შემოსულა. არც მერიაში არ არის შემოსული განცხადება ოფიციალური. ერთადერთი ზუკას ნათქვამს გეუბნებით, რაც თავად მითხრა, რომ გამოთხოვილი აქვს ინფორმაცია.

რაც შეეხება მოქალაქის მოთხოვნას, ჯერ უნდა გაკეთდეს მოკვლევა, დადასტურდეს რეალურად რაც მოხდა. ამის შემდეგ შეგვძლია ვისაუბროთ სანქციებზე, იმიტომ რომ დადასტურებული არ არის შეურაცხყოფა და არც ხარჯებში გარღვევა“, -განაცხადა თხილაიშვილმა

კითხვაზე, დაიწყებს თუ არა საკრებულო აღნიშნული თემის მოკვლევას თხილიაშვილი პასუხობს.

„ჩვენგან რა მოკვლევა უნდა ჩატარდეს მეტი?! ხარჯთაღრიცხვა ცნობილია, გარღვევა არ არის, მოკვლევის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა მოიკვლიონ“, - განაცხადა თხილაიშვილმა

-ქალბატონო ნათია, გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც ზუკა ნემსაძემ გამოგვიგზავნა იყო არასრულყოფილი, იქ არსად არა არის მითითებული ეს ტენდერი იყო, თუ ერთ პირთან მოლაპარაკება.

-ტენდერი იყო გამოცხადებული, იქ სცენა იყო მოტანილი, საერთო ტენდერი იყო გამოცხადებული ღონისძიებაზე.

-თუმცა, ეს არ იყო საბუთებში დადასტურებული.

-ხომ, მაგრამ ეს არც გადაცდომაა და არც დანაშაული, მე ვის მოვიწვევ წამყვანად.

-ქალბატონო ნათია, სხვა რამეს გეკითხებით რა შუაშია წამყვანი, ტენდერზე ვსაუბრობთ და ხარჯებზე, რა შუაშია წამყვანი, გესაუბრებით არასრულფასოვან დოკუმენტაციაზე.

-ხო, თუმცა მე გეუბნებით, რომ წამყვანად ვის მოვიწვევ ეს არა არის დანაშაული.

-ქალბატონო ნათია, როგორც ვხედავ უპასუხობის გამო სხვა რამეს მპასუხობთ.

-ვერ გავიგე, თუ ბრალდება არის ის, რომ საღამოზე რატომ წაიყვანა დემე ზოიძემ და არა ზუკა ნემსაძემ, ეს არ არის დანაშაული და ამ ბრალდებას ვერ მივიღებ ვერანაირად.

-ჩვენ შეურაცხყოფებზე ვსაუბრობთ, თქვენ წამყვანობაზე. თუმცა გკითხავთ, რატომ არა ზუკა ნემსაძე?

-ზუკას მოთხოვნა ჰქონდა, რომ ვიღაცებს ასახელებს ამათმა რატომ არ მიიღო მონაწილეობააო.მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ზუკას, ძალიან გვერდით ვედექი როცა „სჭიროდა“. თავისი პოეზიის საღამოებს ატარებდა სხვადასხვა სოფელში, ალბათ თუ გაესაუბრებოდით გეტყოდათ კიდეც, სახელმწიფო მანქანით ვემსახურებოდით. ზუკა ქობულეთში გაზრდილი არ არის, ბათუმში ცხოვრობდა, უკვე ჩამოყალიბებული პოეტი იყო ქობულეთმა რომ გაიცნო.

-რას ამბობთ, ზუკა ბათუმელია და დემეტრე ზოიძეც არის ამ ლოგიკით ქობულეთელი, რისი თქმა გინდათ?

-გავიგე, მე ამიტომ გეუბნებით. მე არ ვიცი რა გადაცდომა იყო, არ ვიცი მართლა. მე ვერ მივიღებ ზუკა პრეტენზიას.

-მე როგორც ვიცი, ეს პრეტენზია არ აქვს მხოლოდ, მთავარი პრეტენზია უკავშირდება შეურაცხყოფას.

-არ ვიცი. მიმართოს შესაბამის ორგანოს. უბრალოდ ჩვენ წამყვანი გვყავდა ცნობადი სახე.

-ზუკა ნემსაძე ქობულეთი არ იცნობს ამის თქმა გინდათ?

-როგორ არ იცნობს კაცო რას ამბობთ, რა თქმა უნდა იცნობს.

„ნეიშერ ჯორჯია“ ქობულეთის ვიცე-მერს დავით  ვერულიძეს დაუკავშირდა. ვერულიძის თქმით ის სამსახურის უფროსს ენდობა და მის კომპეტენციაში ეჭვი არ ეპარება.

მე ზუკას ვესაუბრე ერთხელ, მერე ვერ მოხერხდა საუბარი. მე დავურეკავ კონტაქტის პრობლემა არ არის. რაც შეეხება უშუალოდ ფაქტს, ზუკა იძახის რომ შეურაცხყოფა მომაყენაო, ნათია ჩვენი სამსახურის უფროსია ჩვენ ვენდობით ყველანაირად.

-ანუ არ ენდობით მოქალაქეს?

-არ ვენდობი არა, მე მოსამართლე ხომ არ ვარ?! არც ჩანაწერი მაქვს მოსმენილი და არ ვიცი რეალურად ფაქტები. ერთი ერთს იძახის, მეორე - მეორეს და რთულია. უბრალოდ ვიცი, რომ მჯერა ჩვენი სამსახურის უფროსის და მჯერა მისი პროფესიონალიზმის. მე განაჩენს ვერ გამოვიტან, ფაქტი ცუდია რომ გაუგებრობა არსებობს. ზუკამ იცის, რომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ.

„ნეიშენ ჯორჯია“ ქობულეთის მერს დაუკავშირდა, რომელიც ამტკიცებს რომ ამ დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და არ იცის რა მოხდა ზუკა ნემსაძესა და ნათია ნიჟარაძეს შორის. მერი საქმის შესწავლას დაგვპირდა და განგვიცხადა, რომ ფაქტის მოკვლევის შემდეგ გააკეთებდა შესაბამის განცხადებას.

„არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ თუმცა აუცილებლად გავეცნობი და შევისწავლი. პირველად მესმის შეურაცხყოფის მიყენების შესახებ ამიტომ შევისწავლი თემას და შესაბამის პასუხს გაგცემთ. დაველოდები თქვენს ზარს.“, - განაცხადა ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ

სწორედ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ კომისიის თავმჯდომარემ ლია შაქარიშვილმა, რომელიც უშუალოდ უწევს ხელმძღვანელობას ნათია ნიჟარაძის საქმიანობას განაცხადა, რომ ზუკა ნემსაძე ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა, თუმცა მომხდარზე ინფორმაციას არ ფლობს. შევნიშვნავთ, რომ ქალბატონი ლია აღმოჩნდა ერთადერი საჯარო მოხელე, რომელმაც დეტალურად გამოგვკითხა არა მხოლოდ ჩვენს, არამედ გამოცემისა და რედაქციის შესახებ.

„ზუკას არა ერთი საინტერესო პროექტი უკავშირდება ქობულეთში, არის უნიჭიერესი ახალგაზრდა. თუმცა არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ მომხდართან დაკავშირებით. პოსტი წავიკითხე თუმცა იქ არაფერი კონკრეტული არ ეწერა.“-განაცხადა ლია შაქარიშვილმა.

მკითხველისთვის გასაგები, რომ იყო კომენტარების სტენოგრამა შემოგთავაზეთ, რადგან უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო ქობულეთის მერიისა თუ საკრებულოს თანამშრომლების პოზიცია და მოქალაქის მიმართ გამოცხადებული უნდობლობა. აღსაღნიშნავია ის ფაქტიც, რომ  როგორც გაირკვა "ზუკა ნემსაძეს პატივს ყველა სცემს", თუმცა მის მოთხოვნას არავინ. „ნეიშენ ჯორჯიამ“ პოეტთან დააზუსტა, იყო თუ არა ის ქობულეთელი და მისი პირადობის მოწმობით ირკვევა, რომ ზუკას დაბადების ადგილი ქობულეთია. ასევე, ნათია თხილაიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ისიც დასძინა, რომ თხილიაშვილი მას მანქანს მართლაც ამსახურებდა, თუმცა არა მისი პოეზიის საღამოებისთვის, არამედ "ბათუმში, ქობულეთის სკოლებისთვის და ბაღებისთვის წიგნებს ვაგროვებდი და ვურიგებდი სკოლებს, ბაღებს. ქალბატონი ნათიას თანადგომა ამ დროს იყო საკრებულოს თანადგომა და ამ საშური პროექტის მხარდაჭერა. რა თქმა უნდა ჩემი მიზნებისთვის არასოდეს გამომიყენებია, ან როგორ შევძლებდი ამას? " 

რედაქციისთვის ცნობილი ხდება, რომ ქალბატონი ნათია ნიჟარაძით არა ერთი ქობულეთელი ახალაგზრდა შემოქმედია განაწყენებული. შესაბამისი სინქრონები „ნეიშენ ჯორჯიამ“ უკვე მოიპოვა. ესაუბრა სხვადასხვა მიმართულების შემოქმედ ახალგაზრდებს და მასალებს პერიოდულად მოგაწვდით. უბრალოდ, გაუგებარი რჩება, რას ერჩის ქალბატონი ნიჟარაძე ახალგაზრდებს, რომლებიც მღერიან, წერენ, კითხულობენ, დგამენ, თამაშობენ - მოკლედ რომელთაც ხელოვანები ჰქვიათ. თუმცა... რადგან ამ მასალაში ყველაზე მეტად გვხვდება სიტყვა "თუმცა", ჩვენც ბოლოს მას გამოვიყენებთ და რეზო გაბრიაძის სიტყვებს გაგახსენებთ: "რას გაუგებ კულტურის ჩინოვნიკებს, რომლებიც რაც უფრო მაღალ თანამდებობაზე არიან, მით უფრო ცდილობენ ნიჭის მოთვინიერებას და თუ ამას ვერ ახერხებენ ნიჭის მფლობელების, ანუ ნიჭირების იგნორირებას იწყებენ, უფრო მძლავარი იარაღიც აქვთ - დისკრედიტაცია და განადგურება. თუმცა, ვერასოდეს გამოსდით და მათი ძალისხმევა მუდამ წყალში იყრება. ამიტომ მინდა ვუთხრა განსაკუთრებით ახალგაზრდა ხელოვანებს - არ დაიდარდოთ!".  

თემაზე მუშაობდნენ: მარიამ ბარათელი და მარიამ ხიზანიშვილი.

„ნეიშენ ჯორჯია“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა