ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია უცხოეთის მოქალაქეებისთვის 2024 წლის 1-ელი იანვრიდან აიკრძალება - აიკრძალება აღნიშნულთან დაკავშირებული რეკლამების განთავსებაც

ნახვები: 550 საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია უცხოეთის მოქალაქეებისთვის 2024 წლის 1-ელი იანვრიდან აიკრძალება - აიკრძალება აღნიშნულთან დაკავშირებული რეკლამების განთავსებაც

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2024 წლის 1-ელი იანვრიდან იქნება დაშვებული.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს მიმდინარე კვირაში წარედგინება.

მინისტრის თქმით, ინ ვიტრო განაყოფიერებით და ასევე, სუროგაციით შვილის გაჩენა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აიკრძალება.

„თუ შეიძლება, რომ ეს დემოგრაფიული მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გამრავლების ერთ-ერთი შესაძლებლობა იყოს, ვტოვებთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც ინვიტრო განაყოფიერებას, ასევე, სუროგაციას. კანონპროექტი პარლამენტს მიმდინარე კვირაში გაეგზავნება. ვფიქრობთ, რომ შემოდგომაზე დამტკიცდება და 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შევა, რის შემდეგაც ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება,“ - განაცხადა აზარაშვილმა.

მინისტრმა ასევე, იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მთავრობამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სუროგაციისა და ინ ვიტრო განაყოფიერების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

„დაკავშირებულია სხვადასხვა არაეთიკურ და ძალიან ცუდ პრაქტიკასთან, რადგან ეს მიმართულება არ იყო დარეგულირებული. ბევრ სხვადასხვა საშიშროებას აჩენდა, იგივე ბავშვებით ვაჭრობასთან დაკავშირებით შეიძლება ყოფილიყო, არ მინდა მტკიცებით ფორმაში ვისაუბრო. ასევე, მოგეხსენებათ, ძალიან დიდი გამოწვევაა ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით.

გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი დაურეგულირებელი იყო, ვერ ვადევნებდით თვალს, სად მიდიოდნენ ეს ბავშვები. არ აქვს მნიშვნელობა ერთსქესიანი შეიძლებოდა ყოფილიყო, იგივე ტრეფიკინგის და ბავშვით ვაჭრობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები ყოფილიყო. აქედან გამომდინარე ჩაიკეტა ეს საქართველოს მოქალაქეებზე,“ - განაცხადა აზარაშვილმა.

მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, საქართველოში ინვიტრო განაყოფიერებასთან და სუროგაციასთან დაკავშირებული რეკლამების განთავსება აიკრძალება.

ამასთან, აზარაშვილი აცხადებს, რომ კანონით „უანგარობის პრინციპი“ დარეგულირდება.

„მნიშვნელოვანი და პრინციპული, რაც ამ კანონით რეგულირდება, არის უანგარობის პრინციპი. საქართველოს მოქალაქე, ვისაც სურს იყოს დონორი ან სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე და მხოლოდ და მხოლოდ ის კომპენსაცია მიიღოს, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან, ან სამედიცინო გამოკვლევებს, ან მშობიარობასთან დაკავშირებულ ხარჯებს“, -განაცხადა მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა