ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ბატონო თორნიკე რიჟვაძე, რუსეთი ოკუპანტია! ზოგჯერ მაინც გაიხსენეთ ეს... - გოჩა მირცხულავა

ნახვები: 1088 ბატონო თორნიკე რიჟვაძე, რუსეთი ოკუპანტია! ზოგჯერ მაინც გაიხსენეთ ეს... - გოჩა მირცხულავა

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობა შეიქმნა სახელმწიფო ენის უგულებელყოფისა და რუსული ენის მასობრივად გამოყენების მხრივ, განსაკუთრებით საკურორტო და ტურისტულ ადგილებში.
აბრები, რეკლამები, ტრაფარეტები რუსულ ენებზე ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნიათ მომსახურების სფეროს ობიექტებისა, სასტუმროებისა და სხვა დაწესებულებების მფლობელებს.
ცხადია, რომ სახელმწიფო  ენის დეპარტამენტი ამ საკითხით არ ინტერესდება. ასევე ჩუმად არიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
სხვა დადგენილ სტანდარტებთან ერთად ირღვევა კანონი რეკლამის შესახებაც, თუმცა ეს ყველაფერი ნაკლებად საგანგაშოდ შეიძლება მივიჩნიოთ, იმ ფონზე რომ ჩვენი საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლები, საჯარო თუ სახელმწიფო მოხელეები ამ საკითხზე მორალურ უხერხულობასაც ვერ გრძნობენ.
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ბათუმის ერთ-ერთი კვების ობიექტის გადახდის ქვითარს აქვეყნებს, რომელსაც რუსული წარწერები აქვს. აღნიშნული ფაქტის საფუძველზე იგი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს მიმართავს და მოუწოდებს - „რუსეთი ოკუპანტია! ზოგჯერ მაინც გაიხსენეთ ეს...“

გოჩა მირცხულავას მიმართვის ტექსტს თორნიკე რიჟვაძისადმი უცვლელად გთავაზობთ:

ბატონო თორნიკე რიჟვაძე • Tornike Rijvadze ,

თქვენ, საქართველოს იმ კუთხეს თავკაცობთ, რომლის საუკეთესო შვილები და მთლიანად მხარის მოსახლეობა ფულზე არასოდეს გაყიდულა და ხმლისთვის თავი არ მოუდრეკია. მე ვარ ქართველი და მე ვარ აჭარელი, ტოლობის ნიშნითაა დადგენილი, ერთი დათქმით - დედა სამშობლოსთვის თავდადებით. არ ვაპირებ ჩამოგითვალოთ ამ კუთხის გამორჩეული მამულიშვილები. არც იმის უფლებას მივცემ საკუთარ თავს, რომელიმესთან გატოლება მოგთხოვოთ, ყველამ საკუთარი ჭაპანი უნდა იტვირთოს ამ ქვეყნად. უბრალოდ, ძალიან მარტივად - როგორც ქართველი ქართველს, თანამოქალაქე თანამოქალაქეს გკითხავთ: ეს ფოტო მოგწონთ? მალე, ორიოდე თვეში - აგვისტოში ისევ გავიხსენებთ აგვისტოს ომს, აგვისტოს ომის გმირებს... ამ "ჩეკებს" დაახვედრებთ იმ გმირების შვილებს? რუსული წარწერებით გადაჭრელებულ აჭარაში, დავიჯერო ანწუხელიძეზე, შინდისის გმირებზე და სხვებზე და სხვებზე ძვირად ფასობს - Сдаеться комната, Низкие цены...? არა, არაფერს გედავებით, არც ჭკუას გარიგებთ, ვერც სინდისზე შეგაგდებთ. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანის მორალური კოდექსი როცა ყველა კანონზე და კანონზომიერებაზე მაღლა დგება, მაშინ იბადებიან გმირები და მოღვაწეები. ვიცი, არაფერს გააკეთებთ, ან ვერ გააკეთებთ - ბიზნესს და ხალხს შეეტენება ყველაფერი, უბრალოდ მაშინ ისიც უნდა იცოდეთ რომ მოხელე, თუნდაც სახელმწიფო - მოხელეა და არა მოღვაწე. უხერხულია ნამდვილად ეს ფოტოც და ის პაკლონიც, წარწერებიც, ტრაფარეტებიცა და რეკლამებიც რასაც ვაწყდებით იქ, სადაც თქვენ, მთავრობის მეთაური ხართ.

რუსეთი ოკუპანტია! ზოგჯერ მაინც გაიხსენეთ ეს...

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა