ევროკავშირი: ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს იურიდიული ძალა არ აქვს — რუსეთის ქმედებები უკანონო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯებია
გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა — „დღეს გათავისუფლებას ნამდვილად არ ველოდებოდი“
საგარეო უწყება: ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოა და ვერ წარმოშობს საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის SOC ჯგუფი: რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიისკენ მიმართული ძალისხმევა გააძლიერა
კობახიძე: სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო წლის ბოლომდე დაიხურება — „ენჯეო“ ხელოვნურად მოგონილი ფენომენია
კობახიძე „ნამახვანჰესზე“: იყო პირდაპირი საბოტაჟი — შესაძლოა, იმპორტიორ კომპანიებსაც ჰქონოდათ პროტესტის დაფინანსების ინტერესი
კობახიძე ლილუაშვილზე: ილაპარაკოს, რაც უნდა — ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, ასეთ საუბრებს შედეგი არ აქვს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი: რუსეთის დაზვერვის ქსელი აშშ-ში ცნობილი რუსი დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა

როდესაც პაციენტის სიცოცხლის რისკები არსებობს, ჯობია შეჩერდეს დაწესებულების ფუნქციონირება - ახალი რეგულაციები თუ მკაცრი სანქციები გაბუნიას განმარტება

ნახვები: 736 როდესაც პაციენტის სიცოცხლის რისკები არსებობს, ჯობია შეჩერდეს დაწესებულების ფუნქციონირება - ახალი რეგულაციები თუ მკაცრი სანქციები გაბუნიას განმარტება

როდესაც პაციენტის სიცოცხლის რისკები არსებობს, ჯობია შეჩერდეს დაწესებულების ფუნქციონირება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატები სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების საქმიანობასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ.

თამარ გაბუნიას განმარტებით, ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის და პაციენტის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია უწყების სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ეფექტური, ოპერატიული და შეფერხების გარეშე მუშაობის საშუალება ჰქონდეს.

მისივე განცხადებით, აღნიშნული წარდგენილი კანონპროექტი სწორედ ამ მიზნებს ემსახურება.

„სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას პაციენტის ინტერესები და უსაფრთხოება, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რეგულირების სააგენტოს ჰქონდეს მუშაობის ისეთივე მექანიზმები, როგორიც საქართველოში 18-მდე დაწესებულებას უკვე აქვს. მათ არ სჭირდებათ სასამართლოს თანხმობა იმისთვის, რომ განახორციელოს ის ქმედებები, რაც აღწერილია ამ კანონპროექტში, მათ შორის არის შრომის ინსპექციის სამსახური, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, მოსამართლის თანხმობის გარეშე, საჭიროების შემთხვევაში პირდაპირ შევიდეს ობიექტზე. ზუსტად იგივე, იდენტური უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის სააგენტოს, მუნიციპალურ ორგანოებს და სხვა", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავს, რომელიც პირველი მოსმენით ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა.

განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს.

პროექტით, სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები იზრდება. კერძოდ, კანონპროექტით მარეგულირებელს ენიჭება უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, პირდაპირ განახორციელოს შემოწმება ფარმაცევტულ სექტორში და ასევე სამედიცინო დაწესებულებებში, რასაც შეიძლება წინ უსწრებდეს პაციენტის საჩივარი, ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რაც შემოწმების ჩატარების საფუძველს ქმნის.

ასევე ცვლილება ხორციელდება ჯარიმებთან დაკავშირებით - იზრდება სანებართვო და სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის აქამდე დაწესებული ჯარიმების ოდენობა, რადგან ის ვერ ასრულებს პრევენციულ ფუნქციებს.

ცვლილებები, ასევე შედის ხუთ მოქმედ კანონში, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საპროცესო კოდექსებში, ასევე ლიცენზიებისა და ნებართვების, სააღსრულებო წარმოებათა და სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კანონებში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა