ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ირაკლი კობახიძე - უნივერსიტეტი პოლიტიკური აქტივობის ადგილი არ არის, ამის საშუალებას არავის მივცემთ

ნახვები: 546 ირაკლი კობახიძე - უნივერსიტეტი პოლიტიკური აქტივობის ადგილი არ არის, ამის საშუალებას არავის მივცემთ

თსუ-ში არიან სრული პროფესორის სტატუსის მქონე ადამიანები, ასოცირებული პროფესორები, რომლებიც პოზიციებზე გამწესებული არიან მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით, თსუ არ არის პოლიტიკური აქტივობების ადგილი, ამის საშუალებას არ მივცემთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, პოლიტიკის შეტანა უნივერსიტეტში კატეგორიულად მიუღებელია. მისივე განცხადებით, თსუ-ში უნდა გაგრძელდეს სასწავლო პროცესი ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე.

„პოლიტიკის შეტანა უნივერსიტეტში კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ეს პრაქტიკა 2012 წლიდან. 2012 წლამდე პირდაპირ შედიოდა პოლიტიკა უნივერსიტეტებში. მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირდაპირ კონკურსები ტარდებოდა პოლიტიკური ნიშნით. თსუ-ში არიან სრული პროფესორის სტატუსის მქონე ადამიანები, ასოცირებული პროფესორები და ასე შემდეგ, რომლებიც არიან მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გამწესებული საკუთარ პოზიციებზე. თსუ-ში მაგალითად არის ადამიანი, რომელიც ასწავლის კონკრეტულ საგანს, რომელიც თავად მან არ იცის. რატომ, რადგან თავის დროზე არის „ნაცმოძრაობის“ კვოტით დანიშნული.

მე პირადად 2010 წელს მომიწია თსუ-ს დატოვება, რადგან გავაკრიტიკე მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებები და მიიღეს კონკურსზე პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩემი თსუ-დან გაძევების თაობაზე. დღეს იგივე ხალხი, იგივე „ნაცები“, თავისი „გირჩელებით“ და ასე შემდეგ, ცდილობს პოლიტიკა დააბრუნოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბუნებრივია, ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ. თსუ არ არის პოლიტიკური აქტივობების ადგილი. თსუ-ში უნდა გაგრძელდეს სასწავლო პროცესი ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა