„ბარდასი“ - საკანცელარიო მაღაზია ბორჯომში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინა არ დათანხმდება შეთანხმებას: მიწა მშვიდობის სანაცვლოდ
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი გახდა
Russian attack disrupts power supply at Zaporizhzhia NPP threatening blackout
სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს - საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლის მიმართ
დავით კირთაძეს ცესკოს დატოვება მოუწევს
Russian combat losses in Ukraine up by 1,510 over past day
Canada confirms delivery of NASAMS air defense system to Ukraine

სად ხართ ახლა? ტელეეთერებში საკეკლუცოდ ემზადებით?!

20.06.2023 ნახვები: 1541

„რუსული ოცნება“ „რუსული ოპოზიცია“ „რუსული“.... სად არის ქართული და როდის გადაიდგა ბოლოს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპულ გზაზე, ან ისე, ევროპის გარეშე, ოღონდ სახელმწიფოსთვის?!

რუსული ფრენა იყო სახელმწიფოსთვის, ბატონო კობახიძე?!

გავრილოვის, პუტინის, ლავროვის გარემოცვის მასპინძლობა იყო სახელმწიფოებრივი ნაბიჯი, ბატონო კობახიძევ?!

არა! ბატონებო, ეს რუსიფიკაციიისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო.

რადგან ხელისუფლების კონტექსტში ყველაფერი გასაგებია იქნებ ერთხელაც შევაჯანჯღარო ოპოზიცია.

ამიტომაც ვიკითხავ - სად არის ამ დროს ოპოზიცია? მიშას პოლიტიკაში დაბრუნებას აღნიშნავს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია?! ხაზარაძე თავისი „ლელოთი“ კი განზე გასვლას აპირებს და ახლა, სწორედ ახლა, ვერ აკონკრეტებს რას ითხოვს?! გაჰყვირის ლაკა ხოშტარია?! თუმცა ახსენებენ, რომ სოლიკო ვირსალაძის რუბლებს ჯიბეში იდებს.. ( ეს ფენომენი დღემდე ვერ ავხსენი, რატომ არ უნდა აიღოს გენიალური ვირსალაძის ჰონორარი შთამომავლობამ) სად არის გირჩი? ლექციებს ატარებს ბორჯომში? პარლამენტის წინ?

სად იყვნენ მაშინ, „ხაბე“, ხაზარაძე, აი, ის პოლიტიკური ნარცისი - ბუაძე, თაკო ჩარკვიანს ხელი რომ ურტყა „რეაქციის“ სტუდიაში რადგან, გაუტყდა, მის უფროსზე ცუდის მოსმენა... სად იყვნენ ელენე? გირჩი - ორივე? და მთავარია - სად იყო სახალხო დამცველი, ბატონო ლევანი, გვარად იოსელიანი და თუ ერთ ფრაზასაც დავუმატებთ - საზოგადოების ინტერესების გამყიდველი - ურიგო არ იქნება. სად იყვნენ სხვები - სამნიძე ზარქუას, რომ გააა.. ეუბნებოდა? სად იყო ქალბატონი აქუბარდია?

სად იყვნენ ყველანი აი, იმ დღეს - კობახიძის ხელის ბიჭები უკრაინის ომში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის შვილს რომ ხელს ურტყამდნენ, ტანსაცმელს ახევდნენ და შემდეგ პალატაში იარაღიან ტიპებს უგზავნიდნენ? სად იყავით ბატონებო და ქალბატონებო - „რეაქციაში“? „ფორმულაში“? „მთავარში“? კეკლუცობდით? ცისფერ ეკრანებზე ურტყამდით მაგიდაზე ერთმანეთს ხელს?

,,განგებამ ისინი (დათა თუთაშხია და მუშნი ზარანდია – ა.ბ.) თანაბრად მდიდარი შესაძლებლობებით მოუვლინა ქვეყანას, მაგრამ ზნეობამ სხვადასხვა ასპარეზზე გაიყვანა”...

სამწუხარო ისაა, რომ დათა არსად გვყავს და ვაი, რომ არცერთი ხართ მუშნი და ვერც იქნებით.. აბა, თქვენ ვინ მოგცათ იმის დიდსულოვნება რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე იყოთ და არა ცისფერი ეკრანებზე გამოჯგიმულნი.

სად იყო მაშინ ნიკა მელიას ფლანგი, სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში კობახიძის ტიტუშკები უკრაინის ომში მონაწილე ქართველი ჯარისკაცის შვილს ხელს რომ ურტყამდნენ, სად?

სად - ოფისებში? გასაგებიაა...

სად იყო თავად მესამე პრეზიდენტი, მეოთხე და მეხუთეც? მინიმუმ პოსტი მაინც დაგედოთ ბატონო მიხეილ, ბატონო გიორგი, ქალბატონო სალომე! - ეს არ იყო პრობლემა? ეს არ იყო 20 ივნისის ღამის ტოლფასი?!

სად ხართ ახლა?! საღამოს პელევიზორებში თუ პარლამენტის წინ საკეკლუცოდ ემზადებით და რა მესიჯბოქსები უნდა გაავრცელოთ ამას გეგმავთ?! რა უნდა მოყვეთ გახარიაზე და „ქართული, რუსულ ოცნებაზე“, "ნაცებზე", "ლელოზე" - ანუ ერთმანეთის ტალახში თრევის სტრატეგიას ამუშავებთ? იმის გარდა, როგორ ჩაძიროთ ერთმანეთი, სხვა ამოცანა გაქვთ?! არ გრცხვენიათ, რომ არასდროს იქ და იმ დროს არ ხართ, სადაც უნდა იყოთ?

სად ხართ ახლა? პარლამენტში?! კობახიძის პირისპირ და მამუკა მდინარაძის გინების გეშინიათ?! რუსული რუბლების პერფორმანსიც კი თქვენი გგონიათ?! და ყველაფერი რასაც საზაგადოება აკეთებს „ოცნების“ წინააღდმდეგ, თქვენც გეხებათ ძვირფასო ოპოზიციავ, ვერასდროს ქვეყნის ინტერესისთვის რომ ვერ გაერთიანდით პრობლემების გარშემო... პარლამეტშიც შეხვედით და უფრო მეტიც „ქართული ოცნების“ გარეგებებშიც ამოყავით თავი ზოგჯერ უნებლიედ თუ ზოგჯერ გააზრებულად.

„გარკვეულ სიტუაციაში ადამიანები კარგად მჟღავნდებიან და ეს ზოგადი ხასიათის შესახებ დასკვნების გამოტანის საშუალებას გვაძლევს“. თქვენი ზოგადი ხასიათი ერთია -არცერთი პოლიტიკოსი ერისთვის არაა, ყველა პოლიტიკოსი თანამდებობისთვის და ჯიბისთვის იბრძვის..

მიდით იპრანჭეთ ცისფერ ეკრანებზე, ანიშნინეთ თქვენი ახლობლები, მიირთვით და დანაყრდით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ქვეყნიდან გარბის და შია...

უბრალოდ, გახსოვდეთ „ქართულ რუსულ ოცნებასთან“ ერთად, სწორედ თქვენ ქართული (ზოგჯერ რუსული) ოპოზიციაც, ყველანი ერთად დამარცხდებით...

შანსი კიდევ გაქვთ, მაგრამ იყენებთ, რო?

ავტორი: გიორგი ჩოლოყავშვილი, სტუდენტი

„ნეიშენ ჯორჯია“

ყველას ნახვა
ყველას ნახვა