მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

„ძალიან საშიში მდგომარეობა შეიძლება იყოს“ - სააკაშვილი პირადი ექიმი

ნახვები: 433 „ძალიან საშიში მდგომარეობა შეიძლება იყოს“ - სააკაშვილი პირადი ექიმი

„ეს მე-8 დღე უკვე ძალიან საშიში მდგომარეობა შეიძლება იყოს, დაწყებული არითმიებით, დაწყებული ორგანოების დაზიანებით და ა.შ.", - განაცხადა დღეს, 8 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელიც აშშ-დან თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა.

"ძალიან მინდა ვნახო მიშა, ჩვენი პრეზიდენტი, რომლის ჯანმრთელობას მე ვაკვირდები დაახლოებით 2003-2004 წლიდან და ძალიან კარგად ვიცი მისი ორგანიზმი, როგორც მკურნალმა ექიმმა. ეს მე-8 დღე უკვე ძალიან საშიში მდგომარეობა შეიძლება იყოს, დაწყებული არითმიებით, დაწყებული ორგანოების დაზიანებით და ა.შ. ვთხოვე, რომ თუ შესაძლებელი იქნება, გავაკეთოთ ანალიზები და ამის მიხედვით გავერკვეთ რა სიტუაციაა. თუ უკვე მძიმე სიტუაციაა, აუცილებლად შევთავაზებ პრეზიდენტს, რომ გავუკეთოთ გადასხმები", - ამბობს ყიფშიძე.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. და მე-8 დღეა შიმშილობს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა