ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ჟიგიმანტას პავილიონისი აშშ-ს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ნატო-ში მიწვევაზე უკრაინისთვის უარში გადამწყვეტი როლი ითამაშა ვაშინგტონმა

ნახვები: 493 ჟიგიმანტას პავილიონისი აშშ-ს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ნატო-ში მიწვევაზე უკრაინისთვის უარში გადამწყვეტი როლი ითამაშა ვაშინგტონმა

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი აკრიტიკებს აშშ-ს ნატო-ში უკრაინის მიწვევაზე უარის თქმის გამო.

როგორც ლიეტუველი დეპუტატი აცხადებს, ნატო-ში მიწვევაზე უკრაინისთვის უარში გადამწყვეტი როლი ითამაშა აშშ-მა. ჟიგიმანტას პავილიონისის მტკიცებით, აშშ-ში მისი ვიზიტის დროს, კონგრესის წევრთა ნახევარი მხარს უჭერდა უკრაინის ნატო-ში მიწვევას.

„ბაიდენი ვილნიუსში როცა ჩავიდა და საჯაროდ თქვა ის, რასაც მე პირადად მეუბნებოდა მერკელი ბუქარესტში, ნატო-ს სამიტზე, რომ „ბოდიში, პუტინმა 2007 წელს მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ნატო-ს გაფართოება, რადგანაც მიმდინარეობს ომი“, მე დავსვი კითხვა – რა? ეს ხომ რუსული სიცრუე და პროპაგანდაა, ბოდიში გულწრფელობისთვის. პუტინმა თქვა ასე და ყველამ დაიჯერა, მაგრამ ეს ხომ სიცრუეა“, – აღნიშნავს ჟიგიმანტას პავილიონისი.

მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტის შემდეგ ყველა მიხვდა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა არა ფრანგები ან გერმანია, არამედ ვაშინგტონია.

„არ დაგწყდეთ გული, ვიდრე გამარჯვებამდე არ მივედით, ასეთი სამიტები გვქონდა სადღაც 12. უკრაინელებისთვის ეს პირველი სერიოზული სამიტია ნატო-ში განაცხადის შეტანის შემდეგ. ჩვენ ჯერ გზის ნახევარი გავიარეთ. თქვენ ერთადერთი ქვეყანა ხართ ნატო-ში შესვლის მსურველ სახელმწიფოებს შორის, რომელმაც მიიღო სიტყვა „მიწვევა“. ჩვენ ამ სიტყვისთის ექვსი თვე ვიბრძოდით. ის არ არის ისეთი მკაფიო, თუმცა ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებაში მაინც წერია. თქვენ ერთადერთი სახელმწიფო ხართ, რომელსაც უთხრეს, რომ ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმა არ გჭირდებათ. სტოლტენბერგმა კარგად თქვა, უკრაინას დარჩა მხოლოდ ერთი ნაბიჯი ნატო-ში მიწვევამდე“, – მიმართა ლიეტუველმა დეპუტატმა უკრაინელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა