მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

„ხულიგნურ პროვოკაციებს აწყობდა“ - კახა კალაძე ნიკა მელიაზე

ნახვები: 437 „ხულიგნურ პროვოკაციებს აწყობდა“ - კახა კალაძე ნიკა მელიაზე

„სახელმწიფო შენობებში შეჭრას ცდილობდა და გამუდმებით ხულიგნურ პროვოკაციებს აწყობდა," - ნათქვამია „ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის მიერ დღეს, 18 ოქტომბერს, გავრცელებულ მიმართვაში, რომლის მთავარი ადრესატიც ენმ-ს თავმჯდომარე და თბილისის მერობის ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ნიკა მელიაა.

"მთელი მათი კამპანია ხელისუფლების გადატრიალებაზე, არეულობის შექმნასა და ე.წ. რეფერენდუმზე იყო აგებული. მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს კი დღემდე ქვეყნის და ქალაქისთვის არასდროს არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ კერძო კომპანიებს აკოტრებდა, სახელმწიფო შენობებში შეჭრას ცდილობდა და გამუდმებით ხულიგნურ პროვოკაციებს აწყობდა" - ნათქვამია კალაძის მიმართვაში.

ცნობისთვის:

თბილისის მერობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა