მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ღარიბაშვილის ვერდიქტი: „სააკაშვილს მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ“

ნახვები: 435 ღარიბაშვილის ვერდიქტი: „სააკაშვილს მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ“

„ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში ექიმების რეკომენდაციით თუ მოხდება გადაყვანა პატიმარი სააკაშვილის, ეს იქნება ციხის საავადმყოფო," - განაცხადა დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მესამე პრეზიდენტზე საუბრისას.

„მე, რა თქმა უნდა, არ მსურს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, იუსტიციის მინისტრმა უკვე განაცხადა ამის თაობაზე გუშინ და ჩვენ მოვისმინეთ მისგან, რომ ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში ექიმების რეკომენდაციით თუ მოხდება გადაყვანა პატიმარი სააკაშვილის, ეს იქნება ციხის საავადმყოფო. როგორც მოვისმინეთ ჩვენი იუსტიციის მინისტრისგან სხვა დაწესებულება არ განიხილება, ეს არის გამორიცხული" , - თქვა ღარიბაშვილმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა