მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

„კონტრაბანდის გზით შემოიპარა“ - ღარიბაშვილი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე

ნახვები: 439 „კონტრაბანდის გზით შემოიპარა“ - ღარიბაშვილი სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე

კონტრაბანდის გზით, მალულად, ქურდულად შემოიპარა სამარცხვინოდ" - განაცხადა დღეს, 21 ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლაზე საუბრისას.

„განცვიფრებულები არიან, საერთოდ როგორ შეეძლო ყოფილ პრეზიდენტს, ჯერ ერთი ის, რომ, რა თქმა უნდა, ყველა შოკში იყო მაშინ, როცა ამ კაცმა დატოვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა, პასპორტი. ეს არის ღალატი პირდაპირ და მეორე ის, რომ კონტრაბანდის გზით, მალულად, ქურდულად შემოიპარა სამარცხვინოდ. რა თქმა უნდა, მან კანონი დაარღვია, საზღვრის უკანონო კვეთა - ეს არის ჩვეულებრივი დანაშაული. რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირებაც მოახდინა პროკურატურამ, ჩვენმა სახელმწიფომ და ამ საკითხს არავინ დედამიწის ზურგზე არც ერთი ქვეყანა და არც ერთი ნორმალური ადამიანი ამ საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს," - თქვა ღარიბაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა