კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება
War update: 237 combat clashes on front lines in past 24 hours, 43 in Pokrovsk sector
Ukraine marks Military Intelligence Day
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,540 over past day
Kubilius says Putin himself is 'root cause' of war against Ukraine
Photo exhibition dedicated to rescuers’ courage amid war opens in Kyiv
Zelensky says Ukraine expects US to approve new sanctions package against Russia

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა კაბო ვერდესთან გამარჯვებით დაიწყო

ნახვები: 2029 საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა კაბო ვერდესთან გამარჯვებით დაიწყო

ქართული კალათბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი გიორგი შერმადინის ზუსტი ტყორცნით გადაიშალა. სწორედ მან ჩააგდო მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მაისურით პირველი ორქულიანი. „ჯვაროსნებმა“ კი ასევე დებიუტანტ კაბო ვერდეს დამაჯერებლად 85:60 სძლიეს.

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე F ჯგუფის მატჩებს იაპონიის კუნძული ოკინავა მასპინძლობს. შეხვედრის წინ დარბაზთან ხალხის დიდი რაოდენობა ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა ტრიბუნები ბოლომდე შეივსო – თამაშზე ყველა დროულად მივიდა, იაპონელებიც.

საინტერესო სანახავი იყო, როგორ ქომაგობდნენ საქართველოს დროშებით შეიარაღებული იაპონელები ჩვენს ნაკრებს, რომელმაც იმედები ბოლომდე გაამართლა. სხვაობა მართლაც შთამბეჭდავია, თუმცა ყოველი ჩაგდებული ქულის შემდეგ სათადარიგოთა სკამზე მსხდომი ქართველი კალათბურთელები მეტი მობილიზებისკენ მოუწოდებდნენ თანაგუნდელებს. საქმე ის არის, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლოს, შესაძლოა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს მიღებული და ჩაგდებული ბურთების სხვაობას.

მატჩის მიმდინარეობაზე სათქმელი ბევრი არაფერია. მსოლოდ პირველ წუთებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა სასტარტო შემადგენლობაში დააყენა რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი. გამოცდილი ხუთეული, თუმცა საწყისი მღელვარება მაინც იგრძნობოდა.

სიზუსტით ვერცერთი გუნდი გამოირჩეოდა. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდა, რასაც ილიას ზუროსის ცვლილებებმაც შეუწყო ხელი. მწვრთნელმა მოედანზე მალევე ერთდროულად შეიყვანა გიორგი ცინცაძე, სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე. საქართველოს ნაკრების თამაში კი გამოცდილი გიორგი ცინცაძის ორმა სამქულიანმა გახსნა, ამას მოჰყვა სწრაფი გარღვევები, ჩატენვები და სხვაობა მათემატიკური პროგრესიით იზრდებოდა.

კაბო ვერდესთან მისია შესრულებულია, ჯგუფში მთავარი მატჩი საქართველოს 28 აგვისტოს ელის, ჩვენი მეტოქე სლოვენია იქნება. ამ შეხვედრაში გამარჯვება რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მოგებული გუნდი, დიდი ალბათობით, მომდევნო ეტაპზე გასვლას გაინაღდებს. მეორე – შემდეგ ჯგუფში ნაკრებებს პირველ ეტაპზე აღებული ქულები გადაჰყვებათ, ოღონდ მხოლოდ იმ გუნდთან აღებული, რომელიც ასევე მეორე ეტაპზე გავა.

 1tv.ge

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა