ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

სახელმწიფო დეპარტამენტი - შეშფოთებული ვართ მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული პირობების გაუარესების გამო, ვიმეორებთ მოწოდებას, დაუყოვნებლივ გაიხსნას ლაჩინის დერეფანი

ნახვები: 487 სახელმწიფო დეპარტამენტი - შეშფოთებული ვართ მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული პირობების გაუარესების გამო, ვიმეორებთ მოწოდებას, დაუყოვნებლივ გაიხსნას ლაჩინის დერეფანი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყარაბაღში ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. გავრცელებულ განცხადებაში უწყება იმეორებს თავის მოწოდებას, რომ დაუყოვნებლივ გაიხსნას ლაჩინის დერეფანი.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული პირობების გაუარესების გამო, რაც გამოწვეულია სურსათის, მედიკამენტებისა და ღირსეული არსებობისთვის აუცილებელი სხვა პროდუქტების ბლოკადის გაგრძელებით. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ უწყვეტად მუშაობდა მხარეებთან, რათა დაეშვათ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისთვის. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, დაუყოვნებლივ ხელახლა გაიხსნას ლაჩინის დერეფანი ჰუმანიტარული, კომერციული და სამგზავრო გადაზიდვებისთვის. გარდა ამისა, ბაქოს ოფიციალური პირები და სტეფანაკერტის წარმომადგენლები უნდა შეიკრიბონ დაუყოვნებლად, რათა შეთანხმდნენ მთიანი ყარაბაღის კაცების, ქალებისა და ბავშვებისთვის კრიტიკული პროდუქტების ტრანსპორტირების საშუალებებზე, მათ შორის მიწოდების დამატებით მარშრუტებზე და განაახლონ დისკუსია ყველა გადაუჭრელ საკითხზე. საბაზისო ჰუმანიტარული დახმარება არასოდეს უნდა იყოს პოლიტიკური უთანხმოების მძევალი“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომლითაც ყარაბაღი სომხეთს უკავშირდება. ერევანი ამ დერეფნის ბლოკირებაში ბაქოს ადანაშუალებს. აზერბაიჯანი ბლოკადას უარყოფს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა