ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

იენს სტოლტენბერგი - პუტინმა ორი უდიდესი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა - არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები და არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ

ნახვები: 491 იენს სტოლტენბერგი - პუტინმა ორი უდიდესი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა - არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები და არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ

პრეზიდენტმა პუტინმა დაუშვა ორი უდიდესი სტრატეგიული შეცდომა, პირველი, მან არასათანადოდ შეაფასა უკრაინელები და მეორე, არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის სურვილი და ვალდებულება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის სასტიკმა ომმა ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა.

„ეს არის ყველაზე სასტიკი და დიდი ომი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რეალობა არის ის, რომ პრეზიდენტმა პუტინმა დაუშვა ორი უდიდესი სტრატეგიული შეცდომა, როდესაც ის, გასულ წელს, უკრაინაში შეიჭრა. პირველი არის ის, რომ მან სრულიად არასათანადოდ შეაფასა უკრაინელი ხალხის, პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და შეიარაღებული ძალების ძალა და გამბედაობა, მეორე სტრატეგიული შეცდომა იყო ის, რომ მან არასათანადოდ შეგვაფასა ჩვენ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის სურვილი და ვალდებულება", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მან იმ დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც ნატო-მ და ევროკავშირმა უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ აღმოუჩინეს და ხაზი გაუსვა, რომ ამ დახმარების საშუალებით უკრაინამ რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევის დაწყება შეძლო.

„ჩვენმა დახმარებამ შესაძლებლობა მისცა უკრაინელებს, კონტრშეტევა დაეწყოთ. ისინი თანდათან აღწევენ წარმატებას. ეს არის მძიმე, რთული ბრძოლა, მაგრამ მათ შეძლეს რუსული ძალების თავდაცვითი პოზიციების გარღვევა და წინ მიიწევენ", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა