მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

კლინიკების ასოციაცია მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას კატეგორიულად ეწინააღმდეგება

ნახვები: 428 კლინიკების ასოციაცია მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას კატეგორიულად ეწინააღმდეგება

საქართველოს კლინიკების ასოციაცია მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და მის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

"გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე და ჯანდაცვის სამინისტროს პასპრტიზაციის კრიტერიუმების თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ ,,ციხის საავადმყოფო,, არ მიეკუთვნება არც ,,A,, არც ,,B,, და მითუმეტეს არც ,,C,, ტიპის სტაციონარულ კლინიკას, იგი განეკუთვნება სპეციალური დანიშნულების ,,გადაუდებელი ამბულატორიის,, კატეგორიას, სადაც სრულფასოვანი სტაციონარული დახმარება შეუძლებელია!, ასეთი ტიპის, ამბულატორიულ პირობებში შესაძლებელია პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა და პაციენტის მცირე დროით დაყოვნება;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს კლინიკების ასოციაცია კატეგორიული წინააღმდეგია შიმშილობის გვიან პერიოდში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი გადაყვანილი იქნას ,,გადაუდებელი ამბულატორიის,, პირობებში, რადგან მსგავს პირობებში ვერ განხორციელდება სრულფასოვანი სამედიცინო ინტერვენცია, რის გამოც შესაძლებელია დადგეს ფატალური შედეგი, ამიტომ მსგავსი სიმძიმის პაციენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი შერეული ტიპის მრავალპროფილურ სტაციონარში (ტიპი - ,,C,,).

დამატებით გაცნობებთ, რომ ქ.თბილისში მსგავსი ტიპის სტაციონარებს მიეკუთვნებიან: ქირურგიის ეროვნული ცენტრი; ნიუ-ჰოსპიტალი; თოდუას სამედიცინო ცენტრი; ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა; ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრი; ვივამედი;

ამავე დროს გაცნობებთ, რომ უმეტესი ამ კლინიკებისა დაცულია და შემოსაზღვრულია რკინის ღობით, გამომდინარე აქედან მსგავსი კლინიკების ბაზაზე მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი პაციენტის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა