ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

კახა კალაძე - დავით კეზერაშვილი მაქსიმალურად ცდილობს, თავისი კრიმინალური ქმედებები შეფუთოს ტელევიზიით და პოლიტიკაში ჩართულობით

ნახვები: 493 კახა კალაძე - დავით კეზერაშვილი მაქსიმალურად ცდილობს, თავისი კრიმინალური ქმედებები შეფუთოს ტელევიზიით და პოლიტიკაში ჩართულობით

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დავით კეზერაშვილი მაქსიმალურად ცდილობს, თავისი კრიმინალური ქმედებები შეფუთოს ტელევიზიით, პოლიტიკაში ჩართულობით და კონკრეტული პოლიტიკური პარტიების დაფინანსებით, რათა ე.წ. ლობისტები ჰყავდეს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„რაც შეეხება მის გააქტიურებას, ის მაქსიმალურად ცდილობს, თავისი კრიმინალური ქმედებები შეფუთოს ტელევიზიით, პოლიტიკაში ჩართულობით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების დაფინანსებით, რომ მას ჰყავდეს ე.წ. ლობისტები. თქვენ ნახეთ, როგორც კი გააქტიურდება გამოძიება, მაგალითად, როგორც კი დაიდო „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, მაშინვე იწყებენ საუბარს, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა. რა შუაშია პოლიტიკა, როდესაც ადამიანს კრიმინალი აქვს ჩადენილი და ცდილობს, პოლიტიკით და ტელევიზიით შეფუთოს ეს ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიების შედეგების გასაჯაროებამდე საქართველოს შესაბამისი სამსახურები საუბრობდნენ, რომ კეზერაშვილი და მისი დაჯგუფება ევროპელ პენსიონერებს ძარცვავდა.

„აღნიშნულ საკითხს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, აბსოლუტურად ყველაფერი ნათელია. ვიდრე „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიება დაიწყებოდა და დაიდებოდა კონკრეტული შედეგები, ჩვენი შესაბამისი სამსახურები საუბრობდნენ აღნიშნულ პრობლემაზე, საუბრობდნენ იმაზე, რომ მისი და მისი დაჯგუფების მხრიდან მიმდინარეობდა ევროპელი პენსიონერების ძარცვა და ეს დადასტურდა ამ გამოძიებითაც. მე როგორც ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ შედეგებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა