ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

"ალბათ, ვიღაცას უნდა დაანახოს, რომ მაგარი ბიჭია" - ეძგვერაძე ზარნაძესთან დაპირისპირებაზე

ნახვები: 491 "ალბათ, ვიღაცას უნდა დაანახოს, რომ მაგარი ბიჭია" - ეძგვერაძე ზარნაძესთან დაპირისპირებაზე

"ალბათ, ვიღაცას უნდა დაანახოს, რომ მაგარი ბიჭია" - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ირაკლი ეძგვერაძემ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრ კონსტანტინე ზარნაძესთან დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.

როგორც ეძგვერაძემ განმარტა, „მთელმა გლდანის რაიონმა იცის, რა კაცია კოტე ზარნაძე და რა კაცია ირაკლი ეძგვერაძე“.

„მართლა მიუღებელი და გამაოგნებელია ასეთ ქვეყანაში რომ ვცხოვრობთ. პირადად ჩემი მიზანი არასდროს ყოფილა პოლიტიკაში შემოსვლა, რაღაც საკრებულოს წევრობა. ჩემი წყალგამყოფი ყოველთვის ჩემი სამშობლო იყო, როდესაც ვხედავ, რომ რუსეთისკენ მივექანებით და რუსეთს გვაბარებენ. ეს არის ჩემთვის მართლა წარმოუდგენელი. ყველანაირი ძალადობა მიუღებელია, მაგრამ ადამიანი, რომელიც რაღაცას ლაპარაკობს, ოპოზიციას აკრიტიკებს, თვითონ მაინც ხომ უნდა იყოს უკეთეს დონეზე. გლდანში 2020-2021 წლებში საოცარ რამეებს აწყობდნენ, იარაღებით უბანზე. როცა გაიგებდნენ რომელიმე უბანს იგებდნენ, არბევდნენ. პირადად ჩემს ზურგზე გადაიარა, „მასკებიან“ ადამიანებს სახლში და უბანში მიგზავნიდნენ. მერე ვიღაცებზე ლაპარაკობენ. ვინც „ქართული ოცნებისკენ“ არ იყო გლდანში, ან იარაღი ჩაუდეს ან წამალი. არ მინდა სახელების და გვარების დასახელება. მე კადრებიც მაქვს. ჯერ რა წესია, შენ რაც გინდა თქვი შენს სიტყვაში, მიკროფონი ჩართე. ალბათ ვიღაცას უნდა დაანახოს, რომ მაგარი ბიჭია. მთელმა გლდანის რაიონმა იცის, პასუხისმგებლობით ვაცხადებ, კოტე ზარნაძე რა კაცია და ირაკლი ეძგვერაძე რა კაცია“, - განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ.

შეგახსენებთ, დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, „ქართული ოცნების - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, კონსტანტინე ზარნაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა