ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ვახტანგ გომელაური - მიზანშეწონილი არ იყო შოვში ღამით ფრენის განხორციელება, რადგან შესაძლოა, საფრთხე დამუქრებოდა გადარჩენილ ადამიანებს

ნახვები: 483 ვახტანგ გომელაური - მიზანშეწონილი არ იყო შოვში ღამით ფრენის განხორციელება, რადგან შესაძლოა, საფრთხე დამუქრებოდა გადარჩენილ ადამიანებს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სტიქიას გადარჩენილი ადამიანები, საპოლიციო ძალებთან ერთად იმყოფებოდნენ უსაფრთხო ადგილას, მიზანშეწონილი არ იყო ღამით ფრენის განხორციელება, რადგან საფრთხე შესაძლოა დამუქრებოდა გადარჩენილ ადამიანებს და ძებნა-შველის ღონისძიებაში ჩართული პირების სიცოცხლეს.

ამის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოში, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დაკარგული პირების სია იყო მუდმივად განახლებადი და მასში არსებული მონაცემები ზუსტდებოდა უწყვეტ რეჟიმში. ამასთან, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის სამუშაოები შესაბამისი სპეცტექნიკით.

„სამწუხაროდ, უახლოეს წარსულში გვაქვს ტრაგიკული გამოცდილება, როდესაც პილოტებმა გარისკეს საკუთარი სიცოცხლე სამაშველო ღონისძიებების დროს. როგორც ყველასთვის ცნობილია, შექმნილი იყო ადგილობრივი საგანგებო შტაბი და მოქმედებდა დამატებით ცხელი ხაზი დაკარგული პირების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით. დაკარგულ პირთა შესახებ შეტყობინებები შედიოდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“, ასევე სპეციალურად შექმნილ ცხელ ხაზზე. საერთო ჯამში, მიღებული იქნა 62 შეტყობინება და პირველ ეტაპზე დაკარგულად ითვლებოდა 175 პირი. შეტყობინებების მიღებისთანავე დაიწყო შესაძლო დაკარგული პირების იდენტიფიცირება, როგორც შეტყობინების ინიციატორებთან უშუალო კომუნიკაციით, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზების მიხედვით. დაკარგული პირების სია იყო მუდმივად განახლებადი და მასში არსებული მონაცემები ზუსტდებოდა უწყვეტ რეჟიმში.

ამასთან, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის სამუშაოები შესაბამისი სპეცტექნიკით.

„4 აგვისტოს, დაახლოებით დილის 06:00 საათიდან, სამაშველო ოპერაციაში კვლავ ჩაერთო ავიაცია, კერძოდ, სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ვერტმფრენის საშუალებით მოხდა გეოლოგთა მონიტორინგის ჯგუფის მიერ ტერიტორიის დათვალიერება. ასევე, განხორციელდა 9 სამაშველო ფრენა, რა დროსაც სტიქიის ზონიდან უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ 140 ადამიანი, რომლებმაც მთელი ღამე პოლიციელებთან, მაშველებსა და მესაზღვრეებთან ერთად გაატარეს. ონის მუნიციპალიტეტში, სამაშველო ღონისძიების გარდა, სახელმწიფო უწყებებისა და სპეციალისტების ჩართულობით, მოხდა ყველა შესაბამისი სამუშაოს დაგეგმვა და წარმოება.

მძიმე ტექნიკის დახმარებით, სტიქიის ზონასთან ალტერნატიული გზები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ხიდების, გზებისა და მდინარის კალაპოტის გაწმენდით სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აწარმოებდა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იცით, რომ სამძებრო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთნენ თავდაცვის ძალები ცოცხალი ძალისა და სპეცსაშუალებების დახმარებით. შოვში, სტიქიის ზონაში ეტაპობრივად გაფართოვდა სამძებრო სამუშაოების არეალი, რის შედეგადაც შოვიდან დაახლოებით 50-60 კმ-ის მოშორებითაც აღმოჩენილი იქნა გარდაცვლილთა ცხედრები“, - განახადა ვახტანგ გომელაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა