ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

კვარაცხელიამ საუკეთესოდ ითამაშა, ნაპოლი-უდინეზე 4:1

ნახვები: 981 კვარაცხელიამ საუკეთესოდ ითამაშა, ნაპოლი-უდინეზე 4:1

იტალიის სერია A-ში ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა და ექვსთვიანი ნავსიანი პერიოდი დაასრულა. „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „უდინეზე“ 4:1 დაამარცხა.

მეექვსე ტურის  შეხვედრაში, მედიაში გამოქვეყნებული ვარაუდების საწინააღმდეგოდ, ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი, რომლებმაც წინა მატჩებში შეცვლების გამო გუნდის მწვრთნელის, რუდი გარსიას მიმართ უკმაყოფილება ღიად გამოხატეს.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ისეთი მონდომებით თამაშობდა, როგორ გასულ სეზონში – საწყის 25 წუთში კარში ორჯერ სახიფათოდ დაარტყა და მე-16 წუთზე პენალტი მოიპოვა (ზედიზედ მეორე მატჩში), რომელიც პიოტრ ზელინსკიმ ზუსატად შეასრულა და „ნაპოლი“ დააწინაურა.

39-ე წუთზე  ვიქტორ ოსიმენმა ნეაპოლელების უპირატესობა ორამდე გაზარდა.

 

„ნაპოლი“ მეორე ტაიმში თამაშს აკონტროლებდა და ისე თამაშობდა, როგორც შარშანდელ, საჩემპიონო სეზონში. 56-ე წუთზე, მატეო პოლიტანოს გადაცემის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გატანის შანსი მიეცა, მაგრამ მახვილი კუთხიდან ბურთი ძელს მოარტყა. 68-ე წუთზე ხვიჩამ საჯარიმოს წინ რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა და უძლიერესად დაარტყა, მაგრამ მისი დარტყმული ამჯერადაც ძელს მოხვდა.

ქართველმა თავდამსხმელმა მიზანს მაინც მიაღწია – ერთ ეპიზოდში მცველს ბურთი წაართვა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ეფექტურად გაიტანა. ეს 19 მარტის შემდეგ მისი პირველი გოლი იყო.

82-ე წუთზე კვარაცხელიამ საგოლე გადაცემაც შეასრულა და ჯოვანი სიმეონეს გაატანინა, 83-ე წუთზე რუდი გარსიამ ხვიჩა შეცვალა. ამ ორ გოლს შორის (81-ე წუთზე) თავი „უდინეზეს“ ფეხბურთელმა ლაზარ სამარძიჩმა გამოიჩინა და საბოლოოდ ნეაპოლელებმა 4:1 მოიგეს.

ექვსი ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 11 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზე დაწინაურდა.

1tv.ge

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა