ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

გია ვოლსკი - თამარ ჩუგოშვილი კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორია, მიჭირს წარმოდგენა, თავისივე მხარდაჭერილი მუხლის დარღვევას როგორ დაასაბუთებს

ნახვები: 477 გია ვოლსკი - თამარ ჩუგოშვილი კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორია, მიჭირს წარმოდგენა, თავისივე მხარდაჭერილი მუხლის დარღვევას როგორ დაასაბუთებს

თამარ ჩუგოშვილი კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორია. მიჭირს წარმოდგენა, თავისივე მხარდაჭერილი მუხლის დარღვევას როგორ დაასაბუთებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკი მიიჩნევს, სასამართლო სხდომაზე პრეზიდენტის მხარის პოზიცია იქნება, რომ კონსტიტუციის დარღვევას პოლიტიკური კონტექსტი აქვს.

„როგორც წინასწარი განცხადებებიდან ჩანს, ვფიქრობ, პრეზიდენტის მხარის პოზიცია იქნება, რომ კონსტიტუციურ დარღვევას დიდი პოლიტიკური კონტექსტი აქვს. არ ვიცი, როგორ შეიძლება, ეს დარღვევა უარყონ, რადგან მსგავსი განცხადებები უკვე გაკეთებულია. არც არავინ მალავს, რომ კონსტიტუცია დარღვეულია, ოღონდ თითქოს ეს სახელმწიფო ინტერესებისთვის გაკეთდა. სახელმწიფოს ინტერესებისგან სერიოზული გადაცდომებია პოლიტიკურ კონტექსტშიც, რაც ერთხელ უკვე გამოიხატა, როცა ლატვიის პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა, იმის მიუხედავად, რომ ავტორიტეტული ორგანიზაციები ამბობენ, რომ საქართველოში „შავი ხვრელები“ არ არსებობს და რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდების საშუალება არ აქვს. ლატვიის პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. ეს მიგვანიშნებს, რომ ფორმულა, რასაც სთავაზობდა სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, რეალობასთან შეუსაბამოა. დამოკიდებულება, რომ სტატუსი ეკუთვნის ხალხს და არა მთავრობას, არასწორია. პრეზიდენტი სწორედ ამ ფორმულით დაიარებოდა. პრინციპს აქვს მნიშვნელობა, როცა უმაღლესი თანამდებობის პირის მხრიდან კონსტიტუცია უხეშად ირღვევა, ეს ნიშნავს ისეთი ვითარების ხელშეწყობას, რასაც რადიკალური ოპოზიცია ამკვიდრებს, რომ ქვეყანაში წესს, კანონს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა ნორმალურია. პარლამენტში პასუხისმგებლიანი ოპოზიცია ამ ტრენდებს არ უნდა შეეგუოს.

თამარ ჩუგოშვილი ერთ-ერთი ავტორია კონსტიტუციის, სადაც წერია, რომ მთავრობასთან შეუთანხმებლად პრეზიდენტს ვიზიტების საშუალება არ უნდა ჰქონდეს. კონსტიტუციის ასეთი დაზიანება წარმოუდგენელია და მიჭირს წარმოდგენა, თამარ ჩუგოშვილი თავისივე მხარდაჭერილი მუხლის დარღვევას როგორ დაასაბუთებს. მაინც ვფიქრობ, რომ წინ წამოწეული იქნება პოლიტიკური კონტექსტი, ვითომდა სახელმწიფოს ინტერესებით. სალომე ზურაბიშვილს იმავე ლატვიის ლიდერებთან შეხვედრა ღირსების საგნად თუ მიაჩნდა, ვფიქრობ, საკანონმდებლო ორგანოსთან შეხვედრას თაკილობს. ამ შემთხვევაში ღირსება უფრო მაღალი კატეგორიაა, ვიდრე ამპარტავნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი არიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა