ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ირაკლი კობახიძე - საინტერესო პროცესია მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში, მსჯელობა აბსურდულ თემებზე წარიმართება

ნახვები: 493 ირაკლი კობახიძე - საინტერესო პროცესია მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში, მსჯელობა აბსურდულ თემებზე წარიმართება

პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების ერთ-ერთი ავტორის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე იმპიჩმენტის პროცესი საკმაოდ საინტერესო პროცესია.

მან იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესს დღესაც ბევრი ადამიანი მიადევნებს თვალს.

კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი პროცესი დარჩება სამართლებრივ ჩარჩოებში და აღნიშნა, რომ ოპონენტები ამ მარტივი კაზუსის სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა გატანას ცდილობენ.

„ზოგადად, საინტერესო პროცესია მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში, აბსურდულ თემებზე წარიმართება მსჯელობა. იმედია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიადევნებს თვალს დღესაც იმ პროცესს, რომელიც წარიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში. მთლიანობაში, თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ გვაქვს წარდგენილი კონკრეტული უმარტივესი არგუმენტები, რაზეც პასუხებს ვერ ვისმენთ. სამაგიეროდ, მიმდინარეობს მსჯელობა ისეთ საკითხებზე, რომელიც საერთოდ არ არის კავშირში ამ დავის საგანთან, მაგალითად, ქვეყნის შიგნით როცა ხვდება პრეზიდენტი ელჩს, ამაზე ვრცელდება თუ არა ... საერთოდ არ არის რელევანტური ამ საქმისთვის. ანუ გადააქვთ აქცენტი ისეთ საკითხებზე, რომლებიც საერთოდ არ ეხება იმპიჩმენტის დავის საგანს. არის უმარტივესი კაზუსი, პრეზიდენტს სჭირდებოდა თანხმობა, იცოდა რეალურად ეს ყველაფერი, დაადასტურა, რომ სჭირდებოდა თანხმობა, მიმართა, ვერ მიიღო, მაინც წავიდა, დაირღვა კონსტიტუცია. ამ დონეზე მარტივ კაზუსთან გვაქვს ჩვენ შეხება, თუმცა აქაც აბსურდზე მიდის საუბარი, რომელიც შემხებლობაში არ არის იმ საკითხთან, რაზეც ჩვენ ვდავობთ. იმედია, რომ მაქსიმალურად სამართლებრივ ჩარჩოებში იქნება მოქცეული დღევანდელი დისკუსია. გუშინ დავიწყე კითხვების დასმა - ეს არის პროცედურის შემდეგი ნაწილი და დავსვი ორი მარტივი კითხვა, იყო ეს ვიზიტი, მათი პოზიციით, სამუშაო ვიზიტი იყო თუ კერძო ვიზიტი. 10 წუთი დასჭირდათ ამაზე საპასუხოდ, როდესაც მარტივი პასუხია გასაცემი, ეს ხომ ოფიციალური კატეგორიებია, რომელიც, მათ შორის, პრეზიდენტის ბრძანებულებით არის განსაზღვრული. მერე ვთხოვე პრეზიდენტის კონკრეტული ციტატის დადასტურება, რომელიც ინგლისურ ენაზე გაჟღერდა მისი მხრიდან, ამისი ქართული თარგმანი მოვიტანეთ, შეგვიძლია ინგლისურიც მივიტანოთ, არის ამოღებული ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდიდან, ვთხოვეთ მარტივად ამის დადასტურება და ამას მოაყოლეს შემდეგ ხმაური და აჟიოტაჟი, შეეცადნენ, რომ სამართლებრივი ჩარჩოებიდან გაეყვანათ პროცესი, იმედია დღეს მაქსიმალურად სამართლებრივ ჩარჩოებში იქნება მოქცეული პროცესი“,- განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა