ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის დახმარების დაფინანსების ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებს

ნახვები: 490 ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის დახმარების დაფინანსების ალტერნატიულ ვარიანტებს ეძებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების ალტერნატიული დაფინანსების შესაძლებლობას განიხილავს იმ ფონზე, როდესაც წარმომადგენელთა პალატაში ამ კუთხით პრობლემები არსებობს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება აშშ-ის სამხედრო გაყიდვების (FMS) პროგრამის გამოყენება.

ეს არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა, რომელიც გასცემს გრანტებს ან სესხებს, რათა დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შეძენაში ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალური თანხმობით, თუ ის თვლის, რომ ეს გააძლიერებს აშშ-ს უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს მსოფლიო მშვიდობას.

ცნობისათვის, გამოცემა Politico-მ, ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დასახმარებლად, შეიძლება აშშ-ის სამხედრო გაყიდვების პროგრამა გამოიყენოს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა