მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

„რისკებით სავსე გზაა“ - ეკა ხერხეულიძე ელენე ხოშტარიას შიმშილობაზე

ნახვები: 437 „რისკებით სავსე გზაა“ - ეკა ხერხეულიძე ელენე ხოშტარიას შიმშილობაზე

„ელენე ხოშტარია არის ახალგაზრდა ქალი, ოთხი შვილის დედა და შიმშილობის აქცია არ არის მარტივი", - განაცხადა დღეს, 4 ნოემბერს, „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ.

შეგახსენებთ: „დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გუშინ, 3 ნოემბერს, პარლამენტის შენობაში შიმშილობა დაიწყო და მხოლოდ წყალს იღებს. ხოშტარია შიმშილობას მანამდე აპირებს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

„ეს არის რისკებით სავსე გზა. ელენე ხოშტარია არის ახალგაზრდა ქალი, ოთხი შვილის დედა და შიმშილობის აქცია არ არის მარტივი. გვესმის, რასთან გვაქვს საქმე. შიმშილობა არ იქნება იოლი ხვალ და ზეგ, მომდევნო დღეები გართულდება. ძალიან არ მინდა, რომ რაიმე ისეთივე სახიფათო რისკების წინაშე აღმოვჩნდეთ, როგორის წინაშეც დადგა მიხეილ სააკაშვილი. არადა, მოთხოვნა ყველა ნორმალურ ქვეყანაში ადვილად გადასაწყვეტია", - განაცხადა ხერხეულიძემ.

ცნობისთვის: საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და 34-ე დღეა, შიმშილობს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა