სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა – გიორგი პატარიძემ თანამდებობა პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ დატოვა
Sybiha reacts ironically to idea of nominating Orbán for UN Secretary-General
Zelensky: Hegseth’s approval for Patriot missiles has been pending for nearly a month
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს

ირაკლი კობახიძე პაველ ჰერჩინსკზე - თუ რესურსი აქვს, პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ააღებინოს ხელი - მგონია, რომ მას ამის რესურსი არ აქვს, ასეთ პირობებში, ყველამ უნდა გვაცალოს

ნახვები: 498 ირაკლი კობახიძე პაველ ჰერჩინსკზე - თუ რესურსი აქვს, პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ააღებინოს ხელი - მგონია, რომ მას ამის რესურსი არ აქვს, ასეთ პირობებში, ყველამ უნდა გვაცალოს

თუ [პაველ ჰერჩინსკის] რესურსი აქვს, საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ააღებინოს ხელი - მგონია, რომ მას ამის რესურსი არ აქვს, ასეთ პირობებში, ყველამ უნდა გვაცალოს, რომ სამართლის უზენაესობა ჩვენ დავიცვათ,- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ხელს ნამდვილად არ უწყობს“.

მისივე განმარტებით, „სამართლის უზენაესობის დაცვაზე საქართველოში პასუხისმგებელია არა რომელიმე ელჩი, არამედ საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისად, მისი კონსტიტუციური ორგანოები“.

„თავის დროზე მახსოვს კარლ ჰარცელის, წინა ელჩის განცხადება მელიას დაჭერასთან დაკავშირებით. მაშინ მან საჯაროდ განაცხადა და მეც მქონდა მასთან საუბარი, რომ მელიას დაჭერა რაღაცა პროცესების სწორად განვითარებას ხელს არ შეუწყობდა. მაშინ მე მარტივი რაღაც ვუთხარი - გადაახდევინეთ მელიას გირაო. ჩვენ რა უნდა გაგვეკეთებინა, სასამართლოს საქმიანობაში ხომ ვერ ჩავერეოდით? მისთვის ძალიან მარტივი იყო მელიას დარწმუნება, რომ გიარო გადაეხადა. ამაზე მითხრა, რომ ამის გაკეთებას არ გეგმავდა. შემდეგ, გახსოვთ, სტრასბურგის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში სასამართლოს გადაწყვეტილება სწორი იყო, მელიას დაჭერა სწორი და ლეგიტიმური იყო. ისტორიას კარლ ჰარცელის არასწორი განცხადება და ასევე, სტრასბურგის სამართლებრივი გადაწყვეტილება დარჩა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების თითოეული მოქმედება სამართლის უზენაესობის პრინციპს და სამართლის განუყრელ დაცვას ეფუძნებოდა. რაც შეეხება ამ შემთხვევას, აქაც ძალიან დიდ პატივს ვცემ ევროკავშირის მოქმედ ელჩს ყველაფრის გამო, თუმცა აქ ერთი რამ მინდა აღვნიშნო - თუ რესურსი აქვს, მაშინ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ააღებინოს ხელი. მგონია, რომ მას ამის რესურსი არ აქვს. ასეთ პირობებში, ყველამ უნდა გვაცალოს, რომ სამართლის უზენაესობა ჩვენ დავიცვათ. თუ ევროკავშირის ელჩს არ აქვს ამის რესურსი და შეიძლება არ ჰქონდეს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება, სათანადო სამართლებრივი ინსტრუმენტებით ავაღებინოთ ხელი სალომე ზურაბიშვილს ამაზე. იმიტომ, რომ სამართლის უზენაესობის დაცვაზე საქართველოში პასუხისმგებელია არა რომელიმე ელჩი, არამედ საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისად, მისი კონსტიტუციური ორგანოები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ დაიწყო მთავრობამ პრეზიდენტის იმპიჩმენტი 2022 წელს, როდესაც ნებართვის გარეშე განახორციელა ვიზიტები და ახლა რატომ გახდა ამის საჭიროება, კობახიძემ აღნიშნა, რომ „გარკვეულ ეტაპზე პროგრესი იყო [პრეზიდენტის მხრიდან], თუმცა შემდეგ ნდობა სრულად დაიკარგა“.

„თავის დროზე იმედი გვქონდა, რომ ის პრაქტიკას შეცვლიდა. გარკვეულ ეტაპზე გარკვეული პროგრესიც იყო. ამის გამო გახსოვთ, რომ მთავრობის მხრიდან თანხმობებიც გაიცემოდა. თუმცა, როდესაც ნდობა სრულად დაიკარგა, ამის შემდეგ მთავრობა თანხმობებს აღარ გასცემდა. როდესაც პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეშმა დარღვევამ სისტემატური ხასიათი შეიძინა, ამის შემდეგ მივმართეთ იმპიჩმენტს. ყველაფერზე ძალიან კონკრეტული და მყარი არგუმენტები გვაქვს. ბატონი ჰერჩინსკი ძალიან პატივსაცემი ადამიანია, მათ შორის, მისი პიროვნული თვისებების გამო, თუმცა აქ საუბარი სამართლის უზენაესობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ხელს ნამდვილად არ უწყობს.

„ყველა ველოდებით სასამართლოს დასკვნას, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. ის, რისი თქმაც შემიძლია და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რაც ბევრჯერ მითქვამს და რაც უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა აქ ყოფნის დროს განაცხადა, არის ის, რომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე იმპიჩმენტის პროცედურა ხელს არ უწყობს საქართველოში სიტუაციის დეპოლარიზაციას, პირიქით ის აძლიერებს პოლარიზაციას, რასაც ჩვენ ბოლო დღეებში ვხედავთ“, - განაცხადა ელჩმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა