გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა — სასამართლომ სუს-ის ყოფილი უფროსი ოთხივე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო
გოჩა მირცხულავა: ქვეყანაში, სადაც კულტურა არის გაყიდული, იქ კულტურის მინისტრის არსებობა ნონსენსია
გვარამია: ფონ დერ ლაიენმა საქართველო არც გაფართოების და არც შუა დერეფნის კონტექსტში ახსენა — პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
დათო გამცემლიძე „ნამახვანჰესზე“: 400-მილიონიანი კომპენსაცია ცალკე და ენგურჰესთან შესადარი გენერაცია — ცალკე
ფონ დერ ლაიენი: მალე წარვადგენთ სამოქმედო გეგმებს იმ კანდიდატი ქვეყნებისთვის, რომლებმაც ყველაზე მეტ პროგრესს მიაღწიეს
EU to launch new cooperation programs with Ukraine's defense industry – von der Leyen
Russian general who reported to Putin on capture of Kostiantynivka eliminated in Ukraine — “Madyar”
2027 draft budget: expenditures to rise 13.5%, international assistance needs estimated at $52.6 billion

უნდა გადმოგყავდეთ ჩვენი მოქალაქეები, არა თუ ფულს აკეთებდეთ მორიგჯერ ადამიანების უბედურებებზე - გოჩა მირცხულავა

ნახვები: 972 უნდა გადმოგყავდეთ ჩვენი მოქალაქეები, არა თუ ფულს აკეთებდეთ მორიგჯერ ადამიანების უბედურებებზე - გოჩა მირცხულავა

"ჩვენ კი არ უნდა გვწერდნენ მოქალაქეები თანადგომას დახმარებისთვის, არამედ თქვენი ცხელი ხაზი უნდა აკეთებდეს რამეს, იმის გარდა, რომ მოქალაქეებს უთხრათ დაბომბვის დროს სად შეაფარონ თავი", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა წერს. 

"საქართველოს მთავრობა რით ეხმარებით საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც გამოსვლა სურთ ისრაელიდან? ის მაინც მოიკითხეთ რამდენით გაძვირდა ამ ბოლო დღეებში ფრენის ღირებულება. ან ის, რომ საქართველოში გამოსაფრენი ბილეთები პარასკევამდე არც არის და ისიც შეზღუდულად. ჩვენ კი არ უნდა გვწერდნენ მოქალაქეები თანადგომას დახმარებისთვის, არამედ თქვენი ცხელი ხაზი უნდა აკეთებდეს რამეს, იმის გარდა, რომ მოქალაქეებს უთხრათ დაბომბვის დროს სად შეაფარონ თავი. ეგ მათ თქვენს თანამშრომლებზე უკეთ იციან. ამ წუთებშიც კი აეროპორტისკენ მიდიან ადამიანები, რომელთაც არც ბილეთი აქვთ და არც იმედი შეძლებენ გამოფრენას თუ არა. სახელმწიფო ვართ თუ მართლა კანტორა? ახლა საელჩო უნდა აკეთებდეს გამოფრენის მსურველთა სიებს და თქვენ უფასოდ (!) უნდა გადმოგყავდეთ ჩვენი მოქალაქეები, არა თუ ფულს აკეთებდეთ მორიგჯერ ადამიანების უბედურებებზე, როგორც აკეთებინეთ მილიონები გაიაშვილს კოვიდის დროს.", - წერს მირცხულავა 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა