ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ვნახეთ, თითქოს ოპოზიციას რაღაც შეთქმულება აქვს დაგეგმილი, შეასრულონ ცხრა რეკომენდაცია და არეულობის გეგმა ჩაგვიშალონ

ნახვები: 470 პაატა მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ პროპაგანდა ვნახეთ, თითქოს ოპოზიციას რაღაც შეთქმულება აქვს დაგეგმილი, შეასრულონ ცხრა რეკომენდაცია და არეულობის გეგმა ჩაგვიშალონ

„ქართული ოცნების“ პროპაგანდა ვნახეთ, თითქოს თავად რეკომენდაციებს რომ არ ასრულებენ, თურმე ოპოზიციის დაგეგმილია, შეასრულონ და არანაირი შეთქმულება არ იქნება, ცხრა რეკომენდაცია შესასრულებელია და ჩაგვიშალონ არეულობის გეგმა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, ვენეციის კომისია ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით რეკომენდაციები შესრულებული არ არის.

„„ქართული ოცნების“ მხრიდან პროპაგანდა ვნახეთ, თითქოს ოპოზიციას რაღაც შეთქმულება აქვს დაგეგმილი და ის, რომ თავად რეკომენდაციებს არ ასრულებენ, თურმე ეს ყოფილა ოპოზიციის დაგეგმილი. რეკომენდაციები შეასრულონ და არანაირი შეთქმულება არ იქნება. ცხრა რეკომენდაცია არის შესასრულებელი და არეულობის გეგმა ჩაგვიშალონ.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, კონცენტრირებულია ძალაუფლება, რომელსაც აკონტროლებს ამერიკის მიერ სანქცირებული სასამართლოს კლანი მურუსიძის ხელმძღვანელობით და ბუნებრივია, რეფორმად ვერ ჩაითვლება ის, როცა მურუსიძე შოკოლადში ჩასვა „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა