ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ილია დარჩიაშვილი - დარწმუნებული ვარ, ამერიკის ახალი ელჩი თავის ღირებულ წვლილს შეიტანს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა უფრო გავაძლიეროთ

ნახვები: 492 ილია დარჩიაშვილი - დარწმუნებული ვარ, ამერიკის ახალი ელჩი თავის ღირებულ წვლილს შეიტანს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა უფრო გავაძლიეროთ

საქართველოში ჩამობრძანებული ამერიკის ახალი ელჩი დარწმუნებული ვარ, შეიტანს თავის ღირებულ წვლილს, რომ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ღირებული და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია.

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ქალბატონი ელჩი შეიტანს თავის ძალიან ღირებულ როლს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, კიდევ უფრო დაახლოვდეს ამერიკულ-ქართული ურთიერთობები და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მასთან ერთად ვიმუშაოთ ძალიან მჭიდროდ და ახლოს და ეს ურთიერთობები ავიყვანოთ კიდევ უფრო ახალ ხარისხში“,- განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი საქართველოში დღეს ჩამოვიდა.

რობინ დანიგანი ამჟამად არის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში. მანამდე იგი მუშაობდა ვენაში, ავსტრიაში, აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, დროებითი და მისიის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. ის იყო ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილე. დანიგანი მუშაობდა აშშ-ს საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში. დანიგანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრავალი ჯილდოს მფლობელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა