ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

გაერო-ში ისრაელის ელჩი - ჯობია, გაერო-მ ყურადღება გაამახვილოს მძევლების დაბრუნებაზე

ნახვები: 410 გაერო-ში ისრაელის ელჩი - ჯობია, გაერო-მ ყურადღება გაამახვილოს მძევლების დაბრუნებაზე

გაერო-ში ისრაელის ელჩი ღაზის სექტორის ჩრდილოეთ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციის გაფრთხილებაზე გაერო-ს პასუხს სამარცხვინოს უწოდებს.

გილად ერდანის განცხადებით, ისრაელი აფრთხილებს ღაზის მცხოვრებლებს და ცდილობს, ნაკლები ზიანი მიადგეს მათ, ვინც „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის სამიზნეს არ წარმოადგენს.

„მრავალი წლის განმავლობაში გაერო თვალს ხუჭავდა „ჰამასის“ შეიარაღებაზე და ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის იარაღისა და მკვლელების დასამალად გამოყენებაზე. ჯობია, გაერო-მ ახლა ყურადღება გაამახვილოს მძევლების დაბრუნებაზე, „ჰამასის“ დაგმობაზე და ისრაელის თავდაცვის უფლების მხარდაჭერაზე“, – აღნიშნა ერდანმა.

მანამდე გაერო-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ, ისრაელის თავდაცვის ძალების შეტყობინების თანახმად, 24 საათის განმავლობაში ღაზას ჩრდილოეთით მყოფი მთელი პალესტინელი მოსახლეობის ევაკუაცია სამხრეთ ღაზაში უნდა მოხდეს. ამასთან, გაერო-ს გენერალური მდივნის სპიკერი სტეფან დუჟარიკი აცხადებს, რომ „გაერო მტკიცედ მოუწოდებს ნებისმიერი ასეთი ბრძანების გაუქმებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ის, რაც უკვე შეიძლება გარდაიქმნას ტრაგედიიდან კატასტროფულ სიტუაციად“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა