ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, პუტინის ახლანდელი ვადის ამოწურვის შემდეგ მისი პრეზიდენტობა არალეგიტიმურად აღიაროს

ნახვები: 487 ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, პუტინის ახლანდელი ვადის ამოწურვის შემდეგ მისი პრეზიდენტობა არალეგიტიმურად აღიაროს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც რუსეთს დიქტატურად აცხადებს და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას 2024 წელს, ვლადიმერ პუტინის ამჟამინდელი ვადის ამოწურვის შემდეგ მისი პრეზიდენტობა არალეგიტიმურად აღიაროს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ასევე მოუწოდა წევრ ქვეყნებს, გაწყვიტონ ყველა სახის კონტაქტი პუტინთან, გარდა ჰუმანიტარული კონტაქტისა და მშვიდობისკენ სწრაფვისა.

„პრეზიდენტის აბსოლუტურმა ძალაუფლებამ, რომელიც გამოწვეულია ზედმეტად გრძელვადიანი მმართველობით და რომელსაც ემატება ყოველგვარი კონტროლის, ბალანსის ნაკლებობა, როგორიცაა ძლიერი პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, დამოუკიდებელი მედია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, აქცია რუსეთის ფედერაცია დე ფაქტო დიქტატურად“, – აღნიშნეს პარლამენტარებმა.

რეზოლუციის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის ომი წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ დიქტატურები წარმოადგენენ საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, მათი მეზობლების ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობისთვის.

ამასთან, ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის შექმნას, რომელიც პასუხისგებაში მისცემს რუსეთის ხელმძღვანელობას, მათ შორის პუტინს, უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ივლისში რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა პუტინს 2036 წლამდე პოტენციურად პრეზიდენტად დარჩენის საშუალება მისცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა