ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ელჩი - 45-ზე მეტი მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად დღეს თბილისის მიმართულებით გამოემგზავრება

ნახვები: 1815 ელჩი - 45-ზე მეტი მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად დღეს თბილისის მიმართულებით გამოემგზავრება

დაკარგული ან დაშავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია დღემდე არ შემოსულა და იმედი მაქვს, არც გვექნება ასეთი ინფორმაცია , - ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს კომერციული რეისით 45 მცირეწლოვანი ბავშვი ოჯახთან ერთად ისრაელიდან თბილისის მიმართულებით გამოემგზავრება.

„ჩვენი მედიით ან სოციალური ქსელებით გავრცელებული არასწორი ინფორმაციების გამო პანიკა ვრცელდება ხოლმე და ჩვენ ვცდილობთ, რომ არასწორი ინფორმაციები უარვყოთ და დავუზუსტოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ისრაელში არიან. დაემატა დამატებითი კომერციული რეისი „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ და ამ კომერციულ რეისზე ძირითადად საქართველოს მოქალაქეები იქნებიან. ეს არის კვირას საღამოს, სადაც ჩვენ მოვახერხეთ და ძირითადად ისეთ ოჯახებს დავეხმარეთ, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. 45-ზე მეტი მცირეწლოვანი ბავშვი თავის მშობლებთან ერთად გამოემგზავრება დღეს თბილისის მიმართულებით“, - განაცხადა ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა